6:35 PM
პრესა: "რეალმა" ბეილთან მოლაპარაკებები წამოიწყო



მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ "ტოტენჰემის" ვარსკვლავის გარეტ ბეილის გაფორმებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

ესპანური გამოცემის El Confidencial-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ბოსებმა ფეხბურთელის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები გამართეს, კერძოდ კი აგენტთან ჯონათან ბარნეტთან, რომელიც პირენელეების შემოთავაზებას განიხილავს.

ესპანურ მხარეს როგორც ფეხბურთელის ფასი, ისევე პირადი კონტრაქტის პირობების დეტალები აინტერესებდა.

"რეალი" მზადაა უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, თუმცა ფლორენტინო პერესი წარუმატებლობის შემთხვევაში მეტის გადახდას არ აპირებს. სავსებით შესაძლებელია, რომ მადრიდელებმა ლონდონელებს კომპენსაციის სახით საკუთარი გუნდის რომელიმე ფეხბურთელი შესთავაზონ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლევი ბეილის გაშვებას ესპანეთის დედაქალაქში 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ აპირებს.
 
ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: