12:59 PM პრესა: პელეგრინიმ “მან სიტისთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა | |
![]() ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ჩილელი სპეციალისტი მომდევნო სეზონიდან "ცისფრებს” გაწვრთნის. მას შემდეგ, რაც ესპანური "მალაგა” მანუელ პელეგრინის კომპენსაციის (3,4 მილიონი ფუნტი) გარეშე გაშვებას დათანხმდა, "მანჩესტერ სიტიმ” სპეციალისტთან მაშინვე ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ჩილელს "ლა როსალედაზე” კიდევ ორი სეზონი უნდა ემუშავა, მიუხედავად ამისა, ესპანური კლუბი კმაყოფილია იმით, რომ მწვრთნელის მაღალ ხელფასს თავი დააღწია. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურად პელეგრინის დანიშვნა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დადასტურდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |