12:56 PM
პრესა: მეტცელდერი კარიერას ასრულებს



ფეხბურთელის ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ხშირი ტრავმები გახდა, რომლებიც მას მთელი მისი კარიერის განმავლობაში აწუხებდნენ.

ინტერნეტ-პორტალი T-online.de ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "შალკეს” გამოცდილი მცველი კრისტოფ მეტცელდერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს.

სავარაუდოდ, კრისტოფი თავის გადაწყვეტილებას საჯაროდ ხვალინდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადებს.

შეგახსენებთ, გარდა "შალკესი” თავის კარიერის განმავლობაში მეტცელდერი "პროისტერ მიუნსტერის”, დორტმუნდის "ბორუსიასა” და მადრიდის "რეალის” ღირსებასაც იცავდა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მეტცელდერმა 47 შეხვედრა ჩაატარა.

ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: