2:49 PM
პრესა: კეროლს “ლივერპულში” დაბრუნება სურს



ენდი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ "წითლების” სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს.

ფორვარდი ენდი კეროლი მზადაა "ენფილდ როუდზე” დაბრუნდეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ვესტ ჰემი” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მის კონტრაქტს არ გამოისყიდის. ამის შესახებ იტყობინება ბრიტანული მედია, რომელიც ამ სიტუაციასთან ახლოს მდგომ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

თავდამსხმელი ბრენდან როჯერსის გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას გეგმავს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელს თავის სქემებში ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ კეროლს "ლივერპულთან” მოქმედი ხელშეკრულება ჯერ კიდევ მომდევნო სამი წლის განმავლობაში აკავშირებს, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი 80 ათას ფუნტს შეადგენს.

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: