10:01 PM
პრესა: იოვეტიჩი “სიტიში”, იგუაინი “არსენალში”, სუარესი “იუვეში”



ამ ზაფხულს ევროპულ ფეხბურთში შესაძლოა ჯაჭვური რეაქციით განხორციელდეს ხმაურიანი ტრანსფერები.

ინგლისური და იტალიური პრესის ინფორმაციით, "ფიორენტინას” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი "მანჩესტერ სიტიში” გადავა. ქალაქელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"იები” ეცდებიან მალე გააოფიციალურონ ეს ტრანსფერი, რათა მიღებული თანხით მარიო გომესი შეიძინონ "ბაიერნიდან”, რომელიც ტრანსფერზეა დაყენებული.

"იუვენტუსიც” ცდილობს იოვეტიჩის შეძენას, თუმცა მათ "ფიორენტინასთან” არ აქვთ ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც ინგლისელებს აქვთ.

ტურინელთათვის მეორე ვარიანტად გონსალო იგუაინი ითვლება, თუმცა უფრო რეალურია, რომ არგენტინელი კარიერას "არსენალში” გააგრძელებს. საქმე იმაშია, რომ ლონდონელები მზად არიან მადრიდის "რეალს” 30 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო "ბებერი ქალბატონი” 22 მილიონს იხდის.

ამის გამო, გამომცემლობა Il Mattino-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი” ახლა ლუის სუარესის ტრანსფერზე გადაერთო.

"ლივერპულის” ურუგვაელი ფორვარდი ასევე მადრიდის "რეალის” სამიზნეცაა. მადრიდელებთან კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდებათ ტურინელებს, თუმცა იტალიელებს შანსი იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ "რეალი” ნომერ პირველ სამიზნეს – ედინსონ კავანის გაიფორმებს. "ნაპოლი” თავდამსხმელში 63 მილიონ ევროს ითხოვს.

კავანისთვის ლონდონის "ჩელსიც” იბრძვის, თუმცა საკმაოდ მაღალი ღირებულების გამო, ლონდონელები ახლა რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე გადაერთვნენ.

წყარო: Football Italia, Marca, Sky Italia, The Guardian

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: