10:52 PM
"პრემიერ ლიგის" სატრანსფერო ჭორები (ნაწილი II)




"ნორვიჩ სიტი"

როგორც, ბერამ კაიალის აგენტი იტყობინება, "ნორვიჩი" დიდ ინტერესს იჩენს სელტიკის ფეხბურთელის მიმართ.

როგორც, მოგეხსენებათ "ნორვიჩის" ფეხბურთელი, კრის მარტინი უკვე ექვსი თვეა "სვინდონ თაუნშია" განათხოვრებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი შემტევი კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივებს კონტრაკტს "სვინდონ თაუნთან".

"ნორვიჩის" ბოსების ყურადღების ცენრში, ასევე მოექცა "ბრინგტონის" ფეხბურთელი, კრეგ მაკილ-სმიტი.

მოვიდა:არავინ
წავიდა:არავინ

"ქპრ"

როგორც, ცნობილი გახდა ლონდონური კლუბის დამრიგებელმა, ჰარუ რედნაპმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ლონდონური კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანაგ ფეხბურთელებს, იან მ'ვილასა და ლოიკ რემის შეიძენს.

როგორ, მოგეხსენებათ ირლანდიელი ვეტერანი, რობი კინი დიდ სურვილს გამოთქვამდა "პრემიერ ლიგაში" დაბრუნებაზე. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქპრ" დაინტერესებული იყო ირლანდიელის შეძენით. თუმცა, ეს ყველაფერი რედნაპმა უარყო.

"ქპრ" დაინტერესებულია "ევერტონის" ფეხბურთელის, სილვან დისტინის შეძენით. ლონდონურ კლუბს, ფრანგი ფეხბურთელის შეძენაში "სანდერლენდი" შეეცილება.

"ლიდს უნაიტედი" ახლოსაა "ქპრ"-ს მცველ, კლინტ ჰილის შეძენასთან.

მოვიდა:ტან ბენ ჰაიმი
წავიდა:ტიმ ჰიდჩოკი, კეირონ დაიერი

"რედინგი"

"მანჩესტერ უნაიტედის" ფორვარდმა, დანი ველბეკმა შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი არენდის წესით "რედინგში" გაატაროს.

"რედინგში" შესაძლო არენდის წესით ჩაირიცხოს "თორქი უნაიტედის" ფეხბურთელი, ანგუს მაკდონალდსი.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით "ჩელსიში" ირიცხება, რაიან ბენაიონი, რომელიც "ვესთ ჰემშია" განათხოვრებული. შესაძლოა, მიმდინარე ზამთარში ბენაიონმა გუნდი შეიცვალოს და "რედინგში" გადაბარგდეს.

რუსი ვეტერანი, ანდრეი არშავინი არცთუ ისე კმაყოფილი მისი ამჟამინდელი მდგომარეობით "არსენალში". გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა "მეთოფეებმა" რუსეთის ნაკრების კაპიტანი "რედინგში" გაანათხოვრონ.

მოვიდა:დანიელ კარიჩო, ჰოუფ აკპანი
წავიდა:დომინიკ უგვუ

"საუთჰემპტონი"

"საუთჰემპტონის" ბოსებმა იტალიური "კალიარის" უკანახაზელ, დავიდ ასტორის დაადგეს თვალი.

გარდა "რედინგისა", ბენაიონთან მოლაპარაკებებს "საუთჰემპტონიც" აწარმოებს. შესაძლოა, "ვესთ ჰემთან" კონტრაკტის დამთავრების შემდეგ ებრაელი ფეხბურთელი სწორედ "საუთჰემპტონში" გადავიდეს.

მას შემდეგ, რაც "წმინდანებმა" "არსენალთან" გამართეს მატჩი, "მეთოფეთა" დამრიგებელი, არსენ ვენგერი დაინტერესებულია "საუთჰემპტონის" უკანახეზელი, ლუკ შოუს შეძენით.

მოვიდა:არავინ
წავიდა:სემ ჰოკინსი

"სტოკ სიტი"

ავსრიული კლუბი, "პენტ გლორი" დაინტერესებული იყო "სტოკის" ფორვარდის, ოუენის შეძენით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიული კლუბი უარს აცხადებს ინგლისელი თავდამსხმელის შეძენაზე. მათი განცხადებიტ გუნდი ახალგაზრდა შემტევის შეძენითაა დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ უნაიტედს" მეკარის პრობლემა აქვს. "ეშმაკები" რამდენიმე მეკარეს აკვირდებიან. მათ რიგებში "მეთუნეების" კიპერი, ასმირ ბეგოვიჩიც შედის.

"კრიუ ალექსანდრას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, 23 წლის ლუკ მერფის შეძენით უამრავი გუნდია დაინტერესებული. ამ გუნდების სიას "სტოკ სიტიც" შეემატა.

მოვიდა:არავინ
წავიდა:დანი ჰიგინბოტამი

"სანდერლენდი"

"შავმა კატებმა" "რედ ბულის" შემტევს, ტიმ კეჰილს შესთავაზე არენდის წესით მათ გუნდში გადმოსვლა. ხოლო, სეზონის ბოლოს აღნიშნული ფეხბურთელის ისევ "რედ ბულის" რიგებს დაუბრუნდება.

"სანდერლენდის" მესვეურების ინტერესის სფეროში "ანდერლეხტის" მცველი, როლანდ ჯუჰაში შედის.

მოგეხსენებათ, "სანდერლენდიდან" 2011 წელს არენდის წესით "ჰულ სიტიში" აჰმედ ელმოჰამადი გადავიდა. მას შემდეგ, "შავი კატების" მწვრთნელი, მარტინ ო'ნილი ეგვიპტელ ფეხბურთელს აკვირდება და კმაყოფილია მისი პროგრესით. აქედან გამომდნინარე, "სანდერლენდის" დამრიგებელმა გადაწყვიტა 25 წლის ფეხბურთელი თავის გუნდში დააბრუნოს. 

მოვიდა:ალფრედ ენ'დიაე
წავიდა:დევიდ მეილერი

"სუონსი სიტი"

"ბოლტონის" მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო შესაძლოა იანვარში "სუონსიში" გადავიდეს.

მიმდინარე ზამთარში, "სუონსის" ბოსი, მაიკლ ლაუდრუპი ეცდება "სელტას" შემტევის, ლაგო ასპასის შეძენას. ლაუდრუპმა ასევე დაადასტურმა ინფორმაცია, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დენი გრეჰემი აუცილებლად დატოვებს კლუბს.

გაირკვა, რომ ესპანელი ფორვარდის, დავიდ ვილას შძენით არა მარტო "არსენალი", ასევე "სუონსიცაა" დაინტერესებული. უელსელები "ბარსელონას" შემტევის არენდის წესით გადაბირებას შეეცდებიან.

მოვიდა:არავინ
წავიდა:არავინ

"ტოტენჰემი"

გასულ ზაფხულს, ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრებში შესანიშნავად იასპარეზა ლეანდრო დამიაომ. ამჟამად, "სპურსები" შეეცდებიან იანვარში ბრაზილიელის გადაბირებას. როგორც, ცნობილია ლონდონელები "ინტერნაციონალის" ფორვარდში 15 მილიონ ფუნტს იხდიან.

"ტოტენჰემის" ლიდერით, გარეთ ბეილით უამრავი გუნდია დაინტერესებული. უელსელს ნადვილად კარგი დროება უდგას. ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ბეილის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს, მადრიდს "რეალია". თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ესპანელებს "სპურსების" ფეხბურთელის გადაბირება უნდათ, მათ ჯიბის საკმაო შეთხელება მოუწევთ. სამე იმაშია, რომ ვილაშ ბოაშის განცხადებით ბეილი 60 მილიონ ფუნტზე ნაკლებად გუნდის რიგებს არ დატოვებს.

ვილაშ ბოაში უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ჟოაო მოუნტინიოს შეძენით. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდი მზადაა "პორტოს" ფეხბურთელში სერიოზული თანხა გადაიხადოს.

მოვიდა:ეზიკელ ფრაიერსი, ლევის ჰოლტბი
წავიდა:კარლო კუდიჩინი

"ვესტ ბრომვიჩ ალბიონი"

"ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელი, სტივ კლარკის განცხადებით გრეჰემ დროანსი მიმდინარე ზამთარში გუნდს დატოვებს. სავარაუდოდ, შოტლანდიელი "ასტონ ვილაში" გადავა.

მოგეხსენებათ, 19 წლის რომულუ ლუკაკუ "ჩელსის" საკუთრებაა და იგი ამჟამად "ვესტ ბრომვიჩშია" განათხოვრებული. როგორც, ცნობილი გახდა ლუკაკუს არ სურს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსიში" დაბრუნება და იგი მის ახლანდელ კლუბში დარჩენაზეა თანახმა.

მოვიდა:არავინ
წავიდა:არავინ

"ვესტ ჰემ უნაიტედი"

"სპორტინგ კაზასის" ფეხბურთელი, გრეჰემ ზუსი იმგლისში იმყოფება და ერთი კვირა "ჩაქუჩებთან" ერთად ივარჯიშებს. რის შემდეგაც გადაწყდება გუნდში მისი დარჩენა არ დარჩენის საკითხი.

"ჩაქუჩებს" სამი მილიონი ფუნტი აქვთ გამზადებული "ბლექბურნის" ფეხბურთელ, მარტინ ოლსონისთვის.

"ვესტ ჰემის" ბოსმა, სემ ალარდიცმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა გუნდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელთან, დევიდ ბექემთან გააფორმა კონტრაკტი.

"კრუზეიროს" შემტევმა, ველინგტონ პაულისტამ განაცხადა, რომ იგი ახლოსაა "ვესტ ჰემში" გადასვლასთან.

მოვიდა:ჯო კოული, მერუნ ჩამაკი, სინ მაგიური
წავიდა:არავინ

"უიგან ატლეტიკი"

"უიგანი" დაინტერესებულია "ლიდს უანიტედის" თავდამსხმელის, ლუჩიანო ბეჩიოს შეძენით. "უიგანლები" ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელში 4 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

"უიგანი" უკვე დიდი ხანია ინტერესს იჩენს "ლიდს უანიტედის" მცველის, ტომ ლის შეძენით. ამ შემთხვევაში, "უიგანის" მესვეურები კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ.

ამ სატრანსფერო ფანჯარაზე "უიგანი" შეეცდება თავისი დაცვის ცენტრი "ბარსნლის" მცველ, ჯონ სტოუნსით გააძლიეროს.

"უიგანი" შეეცდება ამ ზამთარში მადრიდის "ატლეტიკოს" კიპერის, ჯოელის შეძენას.

მოვიდა:როჯერ ესპინოზა, ანჯელო ენრიკესი
წავიდა:არავინ 
ნანახია: 256 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: