12:34 PM
"პრემიერ ლიგის" სატრანსფერო ჭორები



"არსენალი"

არსენ ვენგერი დიდ ინტერესს იჩენს "ანდერლეხტის" ნახევარმცველ, ლუკას ბიგლიას მიმართ, რომელიც 2006 წლიდან ირიცხება ზემოთ ხსენებულ გუნდში. თუ, მოლაპარაკებები წარმატებულად დამთავრდა, არგენტინელი იანვარში "არსენალის" ფორმას მოირგებს.

"არსენალს" რომ მეკარის პრობლემა აქვს, ეს ყველამ ვიცით. გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, "მეთოფეები" დაინტერესებულნი არიან "ბირმინგემის" ტინეიჯერი მეკარის, ჯეკ ბუტლენდის შეძენით.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "მეთოფეთა" რიგები კაპიტანმა, ვან პერსიმ დატოვა. ამ დროიდან მოყოლებული, ლონდონურ გრანდს ცენტრალური ფორვარდის დიდი პრობლემა აქვს. მართალია, "არსენალმა" უკვე შეიძინა ოლივიე ჟირუ, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი ვერადავერ შეეწყო თავის ახალ გუნდს. სწორედ ამიტომ, ვენგერი ახალ ფორვარდს ეძებს. მან თვალი "ბარსელონას" ფორვარდ, დავიდ ვილას დაადგა, რომელმაც გასულ წელს დიდი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც იგი ვერ ახერხებს "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას. ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია ეს ტრანსფერი შეაფერხოს, ესაა ესპანელი ფეხბურთელის ცოლი, რომელიც ინგლისში ცხოვრებაზე უარს ამბობს.

"მეთოფეებმა" ასევე თვალი დაადგეს "შალკეს" ფეხბურთელ, გერმანელ ჰოვედსს, რომელიც გენზელკეხენულ კლუბში 2007 წლიდან ირიცხება.

მოვიდა: არავინ
წავიდა: დჟურუ, ჩამაკი.


"ასტონ ვილა"

კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა; "ასტონ ვილამ" თვალი მილანის "ინტერის" ნახევარმცველ ფილიპო კოუნტინოს დაადგა, რომელიც ამჟამად "ესპანიოლშია" განათხოვრებული. თუმცა, იტალიური კლუბი აცხადებს, რომ მას რვა მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდის.

"ლომები" ასევე დაინტერესებულნი არიან, "მან.სიტის" ცენტრალური მცველით, ჯოლეონ ლესკოტით, რომელმაც განაცხადა, რომ მანჩესტერული კლუბის დატოვების არანაირი მიზეზი არ აქვს.

"ასტონ ვილას"ყურადღების ცენტრში მოექცა ინგლისის "პირველი ლიგაში" მოასპარზე "ჩარლტონის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბრედლი პრიტჩარდი, რომელსაც ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

"ვილა" ასევე დაინტერესებულია "დნიპროს" განელი ფეხბურთელით, დერეკ ბოატენგით. უკრაინელების განცხადებით, ბოატენგს მხოლოდ ორ მილიონ ფუნტად შეელევიან. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია განელი არა "ვილაში", არამედ "ფულემში" გადავიდეს, რომელიც, უკვე დიდი ხანია იჩენს ინტერესს ბოატენგის მიმართ.

მოვიდა:არავინ
წავიდა:არავინ

"ჩელსი"

როგორც, მოგეხსენებათ დიდი ხანია ვრცელდება ჭორები ინგლისელი ლეგენდი, ფრენკ ლამპარდის გუნდიდან წასვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, "ჩელსის" მესვეურებმა უკვე დაიწყეს ფრენკის შემცვლელის ძებნა. ამ პოზიციის ერთ-ერთ კანდიდატად "ევერტონის" ნახევარმცველი, ფელანი მიიჩნევა, რომელშიდაც "არისტოკრატები" 22 მილიონს ფუნტს ჩამოდიან.

ლონდონური გრანდი ასევე ინტერესდება "მალაგას" ახალგაზრდა, უნიჭიერესი შემტევის, ისკოს შეძენით, რომელმაც თავისი ბრწყინვალე თამაშით ბევრი გააოცა. ამ შემთხვევაში, "ჩელსის" მფლობელები კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ.

როგორც, იცით გასლ ზაფხულს "ტოტენჰემის" რიგები" "მამლების" ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა დატოვა, რომელმაც მადრიდს "რეალში" ვერ გაამართლა. აქედან, გამომდინარე ჟურნალისტებმა ხორვატი ფეხბურთელი ბევრ გუნდს დაუკავშირეს. ამ გუნდების რიცხვში, ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად "არისტოკრატებიც" მოისაზრებიან.

მოვიდა:დემბა ბა
წავიდა:დანიელ სტარიჯი

"ევერტონი"

"ევერტონის" მესვეური, დავიდ მოიესი დაინტერესებულია "რედინგის" ფეხბურთელ ვიქტორ ანიჩებეს შეძენით.

იანვარში დიდი შანსია იმისა, რომ "ევერტონის" რიგებში ვეგარდ ფორენი ჩაირიცხოს. ლივერპულელები ნორვეგიელ მცველში 4 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

ამ ზამთარში, "ევერტონის" მფლობელებმა სამ წლიანი კონტრაკტი შესთავაზეს ფრენ ლამპარდს, მაგრამ ინგლისური ფეხბურთლის ლეგენდამ "ჩელსის" დატოვბაზე უარი განაცხადა.

ლივერპულული გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს მადრიდის "რეალთან" პედრო ლეონის ტრანსფერის თაობაზე, რომელიც ამჟამად "ხეტაფეშია" განათხოვრებული.

მოვიდა:არავინ
წავიდა:არავინ

"ფულემი"

"ფულემმა" თვალი "რომას" მეკარე, მარტინ სტეკელენბურგს დაადგა. ინგლისელები ჰოლანდიელი კიპერისთვის თანხას არ ასახელებენ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლითაც ინგლისური გუნდი ინტერესდება, რუსი ვეტერანი, ანდრეი არშავინია, რომელიც უკვე დიდი ხანია ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობვაში ვეღარ ხვდება.

"ფულემი" ასევე დაინტერესებულია "ბირმინგემის" მეკარის, ჯეკ ბუტლანდის შეძენით, რომელშიდაც გუნდის ბოსები 6 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

მოვიდა:კრის დევიდი
წავიდა:არავინ

"ლივერპული"

როგორც, მოგეხსენებათ გასულ ზაფხულს "ლივერპულში" არენდის წესით მადრიდის "რეალიდან" ნური შაჰინი გადავიდა. მერსესაიდელები აპირებენ შაჰინის გამოსყიდვას და თურქი ფეხბურთელის თავიანთი გუნდის სრულფასოვან წევრად ქცევას.

იანვარში შესაძლოა "წითლების" რიგები იტალიელმა დავიდ ასტორიმ შეავსოს, რომელშიდაც "მერსესაიდელები" შვიდ მილიონ ფუნტს ჩამოდიან. თუმცა, უფრო დიდი ალბათობით იტალიელი "საუთჰემპტონში" გადავა.

"წითლები" ასევე დიდ ინტერესს იჩენენ "პსვ"-ს ჰოლანდიელი ნახევარმცველის, კევინ სტროომანის მიმართ.

"ნაპოლის" შემტევის, კილეანის აგენტი, ედუარდო ვარგასი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ამ ზამთარში აუცილებლად დატოვებს "სერია ა"-ს. ხოლო, ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ამ ფეხბურთელით ინტერესდება - "ლივერპულია".

მოვიდა:სტარიჯი
წავიდა:ჯო კოული, ადამ მორგანი

"მან.სიტი"

ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია იმის სესახებ, რომ "ქპრ" დაინტერესებულია "სიტის" მცველით, რიჩარდსის შეძენით. ეს ინფორმაცია უარყო "ქპრ"-ს თავკაცმა, ჰარი რედნაპმა.

მანჩესტერული კლუბმა მიაღწია შეთანხმებას "სტრომგოდსეთთან", "სიტის მცველის, აბდისალამ იბრაჰიმის ტრანსფერის თაობაზე. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, იბრაჰიმი ზემოთ აღნიშნულ კლუბში, არენდისწესით იასპარეზებს.

შესაძლოა, "სიტი" ერთ-ერთმა ლიდერმა, კუნ აგუერომ დატოვოს. ამ ფეხბურთელით დიდი ხანია დაინტერესებულია მადრიდის "რეალი". ახლა კი, მადრიდელები ამ ფეხბურთელში 50 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

ბალოტელიმ თავის მეგობრებთან განაცხადა, რომ იგი აპირებს ამ სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიაში დაბრუნდეს. ჟურნალისტები მარიოს "მილანს" უკავშირებენ.

მოვიდა:არავინ
წავიდა:არავინ 

"მან.უნაიტედი"

ფერგიუსონი იტოვებს რწმენას, რომ იგი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად შეიძენს "კრისტალ პალასის" ფეხბურთელ, ვილფრედ ზაჰას, მიუხედავა იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელი დიდი ალბათობით "ტოტენჰემში" გადავა.

ვან დერ საარის წასვლის შემდეგ "ეშმაკებს" კიპერის პრობლემა აქვთ. მათი ძირითადი მეკარე, დავიდ დე ხეა მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერელები "ლივერპულის" მეკარის, ესპანელი პეპე რეინას შეძენით არიან დაინტერესებულნი.

ფერგიუსონის ყურადღების ცენტრში ასევე მოხვდა დორტმუნდის "ბორრუსიას" ნახევარმცველი, სვენ ბენდერი.

თუ აშლი კოული და ფრენკ ლამპარდი არ მოისურვებენ "ჩელსისთან" ახალ კონტრაკტს, შესაძლოა ისინი "ოლდ ტრაფორდზე აღმოჩნდნენ".

მადრიდის "რეალის" თავკაცის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით "ბლანკოსის" კაპიტანი და მეკარე, იკერ კასილასი ცუდ ფორმაშია და მას აუცილებლად ესაჭიროება შემცვლელი. პორტუგალიელი სპეციალისტი დაინტერესებულია დავიდ დე ხეას შეძენით. მადრიდელები ესპანელ კიპერში 22 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

"მეთოფეთა" ხელმძღვანელმა, არსენ ვენგერმა დიდი სურვილი გამოთქვა "ეშმაკების" შემტევის, ლუიშ ნანის შეძენაზე. თუმცა, ფერგიუსონი პორტუგალიელის გაშვებაზე არაა თანახმა. 

მოვიდა:არავინ
წავიდა:ანგელო ენრიკესი, ბებე, ჯოშუა კინგი

"ნიუკასლ უნაიტედი"

"მანჩესტერ სიტი" აპირებს ზაფხულში შეიძინოს "ნიუკასლის" ფეხბურთელი, იოჰან კაბაიე. ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ, "ქალაქელები" "ნიუკასლის" ხელმძღვანელებს ხავი გარსიასა და დამატებით თანხას სთავაზობენ.

"ვესთ ჰემი" კონკურენციას გაუწევს "ქპრ"-სა და "ფულემს" "ნიუკასლის" მცველის, დანი სიმპსონის შეძენაში.

"კაჭკაჭების" შემტევი, ლოიკ რემი ახლოსაა "ქპრ"-ში გადასვლასთან.

როგორც, "ნიუკასლის" ცენტრალური მცველის, ფაბრიციო კოლოჩინის მამა აცხადებს, მის შვილს სურს დატოვოს მისი ახლანდელი კლუბი. სავარაუდოდ კოლოჩინი "სან ლორენცოსთან" გააფორმებს კონტრაკტს.

მოვიდა:მატიე დებუში
წავიდა:დემბა ბა
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: