
ყოველ სეზონში მარუან შამახი "არსენალის" რიგებში სულ უფრო და უფრო ცოტას თამაშობს. მიმდინარე სეზონში არსენ ვენგერმა იგი მხოლოდ სათასო შეხვედრებში შეუშვა მოედანზე.

ანდრეი არშავინი მიმდინარე სეზონში 10 მატჩში ვიხილეთ საფეხბურთო მოედანზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა სრულად, ესეც მხოლოდ სათასო შეხვედრებზე.

ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი გერმანელი მარკო მარინი ძალიან იშვიათად ატარებს დროს საფეხბურთო მოედანზე.

კოტ'დივუარელი კოლო ტურე უკვე ოთხი წელია, რაც "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობს, თუმცა ძალიან იშვიათად ვხედავთ მას მოედანზე.

ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელისთვის ლუი საასთვის "სანდერლენდი" უკვე მეექვსე ინგლისური კლუბია. იგი მოედანზე მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე გადის, ისიც იშვიათად.

იოსი ბენაიუნმა, რომელიც "ჩელსის" ეკუთვნის, "ვესტ ჰემის" მაისური მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩში მოირგო.

ხავი გარსია "სიტიში" პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა.

მარიო ბალოტელი მიმდინარე სეზონში "სიტის" სხვა თავდამსხმელებთან შედარებით ყველაზე ცოტას თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ჯონი ჰეიტინგას სათადარიგოთა სკამზე ხშირად ვხედავთ.

მეტიუ აპსონი "სტოკ სიტის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 2013-წელს გამოჩნდა.

ჯო კოული ფრანგული არენდიდან "ლივერპულში" იმისათვის დაბრუნდა, რათა სათადარიგოთა სკამი გაეძლიერებინა.

სექტემბრის ბოლოს დარენ ბენტი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად იქცა, დეკემბრის შუაში მის "ასტონ ვილადან" წასვლაზე ალაპარაკდნენ, დეკემბრის ბოლოს კი ტრავმა მიიღო.

ჟოზე ბოსინგვა "ქპრ"-ში ზაფხულში გადაბარგდა, დეკემბერში კი მოედანზე არ გვინახია.

ფილიპ სენდეროსი უკვე ორი წელია, რაც "ფულემის" სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება.

"ემიუს" ფორვარდი დანი უელბეკი მიმდინარე სეზონში უფრო ნაკლებს თამაშობს, ვიდრე გასულში.

ჰონდურასის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი უილსონ პალასიოსი "სტოკში" გადასვლამდე "ტოტენჰემის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა, ახლა კი მას მოედანზე იშვიათად ვხედავთ.