10:11 PM პრემიერ ლიგაში კარის აღებას “ქორის თვალი” დააფიქსირებს | |
![]() ლიგა ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებს. ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩებში ის სისტემა დაინერგება, რომელიც კარის აღებას ავტომატურად დააფიქსირებს. ბრიტანული Hawk-Eye და გერმანული GoalControl პრემიერ ლიგამ პირველმა აირჩია. ამ თემასთან დაკავშირებით დასრულებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ლიგის ყველა, ოცივე კლუბმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფიფამ უპირატესობა GoalControl-ს მიანიჭა. სწორედ ამ კომპანიის სისტემა იმუშავებს ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციის თასსა და მსოფლიო ჩემპიონატზე. გარდა ამისა, კიდევ ორმა გერმანულმა წარმოებამ მიიღო ლიცენზია, თუმცა ისინი მაგნიტურ სენსორებს გამოიყენებენ, და არა კამერებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ Hawk-Eye ტენისსა და კრიკეტში უკვე გამოიყენება. ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩებსა, და ასევე "უემბლიზე” ჩასატარებელ შეხვედრებში, იგი მომდევნო სეზონიდან ამუშავდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |