3:07 PM
პრემიერ ლიგამ შემთხვევით მოურინიოს დანიშვნა “ჩელსიზე” ადრე შეგვატყობინა



ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა "ჩელსის” ოფიციალურ საიტს დაასწრო.

გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურად დასრულების შემდეგ, პრემიერ ლიგის საიტმა ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში” დაბრუნება შეგვატყობინა, პორტუგალიელის დანიშვნის შესახებ სიახლე გამოაქვეყნა, თუმცა ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ დაუსახელებია. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ინფორმაცია ხვალინდელი თარიღით [3 ივნისი] იქნა გამოქვეყნებული, ცოტა ხნის შემდეგ კი წაიშალა.

პრემიერ ლიგის საიტმა "განსაკუთრებულის” ყველა მიღწევა ჩამოწერა და წარმატებები უსურვა.

"ჟოზე მოურინიო "ჩელსიში” დაბრუნდა”, – ეწერა ამ სიახლის სათაურში.

ჯერჯერობით "ჩელსის” პორტუგალიელის დანიშვნა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამას დღეს გააკეთებს. საინტერესოა, რომ პირველად მოურინიომ "არისტოკრატები” ცხრა წლის წინ სწორედ ორ ივნისს ჩაიბარა.

წყარო: Yahoo! Sports

ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: