HIGHLIGHTS.UCOZ.COM ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურის საინტერესო მოვლენებისკენ მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

ჰარი ჯადოქარი არ არის!
"ქუინზ პარკ რეინჯერსში" ჰარი რედნაპის მოსვლის დღიდან ხალხს იმედი აქვს, რომ გუნდი კრიზისულ მდგომარეობას თავს დააღწევს და ბოლო-ბოლო ითამაშებს იმ თამაშს, რასაც მისგან კლუბის მფლობელები ელიან, თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, "ტოტენჰემის" ყოფილი დამრიგებლისგან ზედმეტად ბევრს ითხოვენ. ჰარი ჯადოქარი არ არის, რომ ერთ თვეში დააყენოს გუნდი ფეხზე.
ამჯერად ლონდონელებმა ნიუკასლში დაკარგეს ქულები. "ნიუკასლ იუნაიტედმა" სტუმრებს დიდი ბრძოლა გაუჩაღა, თუმცა არც "ქპრ" იყო უიმედოდ. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას თავი "კაჭკაჭებმა" უკეთ გაართვეს და 81-ე წუთზე შოლა ამეობის ერთადერთი გოლით 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.
"რეინჯერები" ამჟამად ბოლოსწინა პოზიციას იკავებენ ხუთი ქულა სჭირდებათ "უსაფრთხო" ზონაში გასაღწევად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მარცხი პირველი იყო რედნაპისთვის, როგორც "ქპრ"-ს მთავარი მწვრთნელისთვის. ჰარიმ ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ერთი მოიგო (წინა ტურში "ფულჰემთან") და აი "ნიუკასლთან" დამარცხდა. დავაცადოთ, ჰარი ხომ ჯადოქარი არ არის!

ევერტონმა ლიდერთა ოთხეულს გახედა...
ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები "ვესტ ჰემი" - "ევერტონის" მატჩში. ლივერპულელებმა "აპტონ პარკზე" მოახერხეს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის აღება, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისა და ნერვების დახარჯვა მოუხდათ.
მატჩის დასაწყისში მთავარმა არბიტრმა ლეონ ოსმანის სუფთა გოლი არ ჩათვალა და საპასუხო შეტევაში "ვესტ ჰემი" დაწინაურდა. კოულმა ახლო ძელთან შეძლო გოლის გატანა და სემ ელერდაისის გუნდი 64-ე წუთამდე ინარჩუნებდა უპირატესობას.
წონასწორობის აღდგენა გამოცდილმა ვიქტორ ანიჩებემ მოახერხა და თითქოს ყველაფერი შემოტრიალდა. სამ წუთში ბეინსზე უხეშობის გამო კოული მოედნიდან გააძევეს, რითაც სტუმრებმა უმალ ისარგებლეს და წინ გავიდნენ- პიენაარმა ოსმანის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
ამ გამარჯვების შედეგად, დეივიდ მოიესის გუნდი მეხუთე პოზიციაზე გადავიდა. ახლა "ევერტონსა" და მეოთხეზე მყოფ "არსენალს" თანაბარი 30-30 ქულა აქვს, მესამეადგილოსან "ჩელსის" კი მხოლოდ 2 ქულით მეტი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ "არისტოკრატებს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ენფილდზე" გულშემატკივრები დამშვიდდნენ
თავისი მატჩი მოიგო ლივერპულის მეორე გუნდმაც. წინა ტურში სამარცხვინო მარცხის შემდეგ, "ლივერპულმა" კვლავ შინ ითამაშა მაგრამ ამჯერად მოიგო და თან დიდი ანგარიშით.
სათადარიგოთა სკამზე გასული უიქენდის გამო ჯო ალენი და რაჰიმ სტერლინგი დასხდნენ. ბრენდან როჯერსმა მოედანზე უკვე კარგა ხნის ჩამოწერილი მარჯვენა ჰავბეკი სტიუარტ დაუნინგი შეუშვა. ძირითადში ახალგაზრდა სუსოსთვისაც მოიძებნა ადგილი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მერსისაიდელები რაღაც განსაკუთრებულად მოემზადნენ "ფულჰემთან" მატჩისთვის. მატჩისთვის, რომელშიც მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა!
"ლივერპულმა" პირველივე წუთებიდან ჩაიგდო ხელში და საფინალო სასტვენამდე არ გაუშვია მატჩის სადავეები. მასპინძლები განუწყვეტელ პრესინგს სთავაზობდნენ სტუმრებს, რაც "ფულჰემისთვის", რასაკვირველია, დამთრგუნველი იყო. მთავარი როლი მაინც სტივენ ჯერარდმა შეასრულა. კაპიტანმა, რომლისთვისაც ეს მატჩი მიმდინარე სეზონში საუკეთესო გამოდგა.
შკრტელი, ჯერარდი, დაუნინგი და სუარესი. ეს ოთხი ფეხბურთელი აღმოჩნდა სტუმართა დამარბეველი. აღსანიშნავია, რომ ჯერარდმა გატანილ გოლს ორი ასისტი დაუმატა!
შეიძლება ითქვს, რომ ბრენდან როჯერსის გუნდისთვის ზამთრის პირველი თვე წარმატებული გამოდგა. "წითლებმა" დეკემბერში გამართული 5 მატჩიდან 4 მოგებით დაასრულეს. ვნახოთ, რას მოუტანს "ლივერპულს" იანვარი.

"ემიუ" ქულებს კარგავს, "სიტი" სარგებლობს...
არსენ ვენგერის შეგირდებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ორი ქულის დაკარგვა "სოუნსთან" მატჩში. "წითელ ეშმაკუნებს" გოლის გატანის უამრავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენეს. მართალია, "სოუნსი" ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, რაც მასპინძლებმა ამ თამაშშიც დაანახეს ყველას 90 წუთი თავდადებული თამაშით, თუმცა "იუნაიტედს" ჩემპიონობა სურს, რისთვისაც ქულათა მინიმალური რაოდენობით დაკარგვაა აუცილებელი.
ისე კი, თვის დასაწყისში "მეთოფეებმა" იგემეს ლაუდრუპის გუნდისგან მარცხი, ამიტომ შოტლანდიელი სპეციალისტი მაინც კმაყოფილი უნდა იყოს მიღწეულით.
თანაქალაქელთა შეჩერებით კარგად ისარგებლა "მანჩესტერ სიტიმ". რობერტო მანჩინის გაწვრთნილებმა შინ მინიმალური ანგარიშით სძლიეს "რედინგს" და პირველ ადგილს ცოტათი მიუახლოვდნენ.
მატჩის ერთადერთი გოლი გარეტ ბერიმ მსაჯის მიერ კონპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანა.

"სტემფორდ ბრიჯზე" უხვი მოსავალი მოვიდა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან ხახამშრალად დაბრუნების შემდეგ "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგაში პირველად ითამაშეს და კარგადაც იხალისეს.
რაფა ბენიტესის შეგირდებმა გასულ ტურში "ენფილდის" ამღები "ასტონ-ვილა" გააწამეს. ფავორიტი რომ "ჩელსი" იყო და მოგებასაც რომ მისგან ველოდით, რა თქმა უნდა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც. ვინ იფიქრებდა, რომ "ლურჯები" რვაჯერ აიღებდნენ მეტოქის კარს!
კვირას "სტემფორდ ბრიჯი" ამაყი იყო. ამაყი იყო გუნდის ესპანელი მწვრთნელიც. ნუთუ ბენიტესმა "ლივერპულის" გამო იძია შური? ნუთუ ამის შემდეგაც არ შეუყვარდებათ ახალი მწვრთნელი ლონდონში?
სატურნირო მდგომარეობა:
1 მან. იუნაიტედი18 14 1 3 44 25 19 43
2 მან. სიტი18 11 6 1 34 15 19 39
3 ჩელსი17 9 5 3 36 17 19 32
4 არსენალი18 8 6 4 32 18 14 30
5 ევერტონი18 7 9 2 30 22 8 30
6 ტოტენჰემი18 9 3 6 30 25 5 30
7 ვესტ ბრომვიჩი18 9 3 6 26 22 4 30
8 ლივერპული18 6 7 5 27 23 4 25
9 სტოკ სიტი18 5 10 3 15 13 2 25
10 ნორვიჩი18 6 7 5 20 27 -7 25
11 სოუნსი18 6 6 6 27 23 4 24
12 ვესტ ჰემი18 6 5 7 22 22 0 23
13 ფულჰემი18 5 5 8 28 33 -5 20
14 ნიუკასლი18 5 5 8 20 26 -6 20
15 სანდერლენდი18 4 7 7 19 24 -5 19
16 ასტონ ვილა18 4 6 8 15 32 -17 18
17 საუტჰემპტონი17 4 3 10 22 33 -11 15
18 უიგანი18 4 3 11 18 33 -15 15
19 ქპრ18 1 7 10 15 31 -16 10
20 რედინგი18 1 6 11 21 37 -16 9
ბომბარდირები: მიჩუ ("სუონსი") - 18 მატჩი- 13 გოლი, ვან პერსი ("ემიუ") - 18 მატჩი- 12 გოლი, ლუის სუარესი ("ლივერპული") - 17 მატჩი - 11 გოლი, დემბა ბა ("ნიუკასლი") - 18 მატჩი - 11 გოლი, ჯერმეინ დეფო ("ტოტენჰემი") - 18 მატჩი - 9 გოლი.