highlights.ucoz.com ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მთავარ მოვლენებზე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.
სენეგალური შეკითხვა
მას შემდეგ, რაც რობერტო მანჩინიმ მანჩესტერულ დერბიში წაგების შემდეგაც გააგრძელა იმ აზრზე დგომა, რომ "სიტი" "იუანიტედზე" ძლიერია, ბევრს სახეზე ღიმილი დაეტყო. კარგია, რომ იტალიელი სპეციალისტი არც ისე ხშირად ანებივრებს პუბლიკას მსგავსი გამოთქმებით. "ნიუკასლთან" შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ჩემპიონს მძიმე დარტყმის ატანა შეუძლია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ "სიტიმ" სეზონში თავისი საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა.
"სენტ-ჯეიმს პარკზე" გამართულ მატჩში დიდებულად წარმოაჩინა თავი იაია ტურემ. რა შეიძლება "ნიუკასლზე" ითქვას? გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, რაც დიდ კრიზისად უნდა ჩაითვალოს შარშანდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ. არც ამ მატჩში გამოსულა ალენ პარდიუს გუნდი მოედანზე ფავორიტის სტატუსით.
თავად მენეჯერი კი აღნიშნავს პოზიტიურ ტენდენციებს თავისი გუნდის თამაშში. სადღაც ნახევარი საათის განმავლობაში, როცა პაპის სისემ ბოლოს და ბოლოს დატოვა მისთვის შეუფერებელი ფლანგი და დემბა ბას შეუწყვილდა, "კაჭკაჭებმა" გაცილებით სოლიდური ფეხბურთის თამაში დაიწყეს, თითქოს დაავიწყდათ კიდეც, რომ წამყვანი მოთამაშეები- ბენ არფა და კაბაიე მინდორზე არ იყვნენ. საბოლოოდ, მასპინძლები მაინც დამარცხდნენ. მანჩესტერელთაგან თავი აგუერომ, ხავი გარსიამ და იაია ტურემ გამოიჩინეს, რასაც "ნიუკასლმა" მხოლოდ დემბა ბას ერთი გოლი დაუპირისპირა.
მალე აფრიკის თასზე სწორედ დემბა ბა და სისე გაემგზავრებიან. ორი ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა კი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შექმნის "კაჭკაჭების" ბანაკში.
ჰარის მეთვალყურეობის ქვეშ

"ქუინზ პარკ რეინჯერსმა" საკუთარ მოედანზე "ფულჰემს" უმასპინძლა. ჰარი რედნაპის შეგირდებმა ტაარაბტის დუბლით მოიგეს. "ფულჰემის" რიგებიდან მატჩის მიწურულს თავი პეტრიჩმა გამოიჩინა. შედეგად, ზედიზედ 15 მოუგებელი შეხვედრის შემდეგ, "ქპრ"-მ ნანატრი სამი ქულა აიღო. "ლოფტუს როად სტედიუმზე" შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან გახარებული დარჩა მიღწეულით. მომდევნო ტურში ჰარი და კომპანია ნიუკასლს ეწვევა. აი, აქ კი ძალიან გაუჭირდება სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზე მყოფ გუნდს.
აღებული "ენფილდი"

სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ თითქოს "ლივერპული" ძველ ფორმას იბრუნებდა, თუმცა ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, ბრენდან როჯერსის ბიჭები შინ, "ენფილდზე" დამარცხდნენ "ასტონ ვილასთან".
სტუმრები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ ორბურთიანი უპირატესობით და ამით ფაქტობრივად გადაუწყვიტეს ბედი მეორე ნახევარს. "ლივერპულს" თამაშები შემოუტრიალებია, მერედა რა თამაშები, რა ფინალი... მაგრამ, როგორც ვხედავთ დღეს ეს ის გუნდია აღარაა სასწაულებს რომ ახდენდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ძალიან მალე ბენტეკემ დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ე.წ. პრესტიჟის გოლის გატანა საკუთარ თავზე კაპიტანმა აიღო. სტივენ ჯერარდმა 87-ეზე შეარხია სტუმართა კარის ბადე.
მატჩის შემდეგ ფერდაკარგულ ბრენდან როჯერსს ჟურნალისტებთან მოუწია თავის მართლება: "ეს შედეგი, ისევე, როგორც თამაში იმედს გვიცრუებს. არ ვიცი, რატომ ვითამაშეთ ასე. შედეგი იქიდან არ გამომდინარეობდა, რაც რაც მოედანზე ვაჩვენეთ. შეხვედრის დასაწყისში ორი ან სამი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რისთვისაც პასუხი ვაგეთ. "ასტონ ვილა" თავს კარგად იცავდა და საკუთარი გოლები გაიტანა. დღევანდელი დღე უნდა მივიღოთ ისე, როგორც ცუდი და წინსვლა უნდა განვაგრძოთ"-, განაცხადა სპეციალისტმა.
წინ, ჩემპიონობისკენ!

"მანჩესტერ იუანიტედი" შარშანდელის არ იყოს და წელსაც ამაყად მიაბიჯებს ჩემპიონობისკენ. ამჯერად სერ ალექსის ბიჭები წარსულის შეცდომების დაშვებას არ აპირებენ. გასულ უქმეებზე "ოლდ ტრაფორდს" მოკრძალებული "სანდერლენდი" სტუმრობდა. დერბის შემდეგ "წითელი ეშმაკუნები" მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და მშვენივრადაც იბურთავეს.
ანგარიში ყოფილმა "მეთოფემ", რობინ ვან პერსიმ, გახსნა. ამ ბიჭმა, რომელიც პატრის ევრამ ლეგენდარულ ჰოლანდიელს, რუუდ ვან ნისტელროის შეადარა, აშკარად გაამართლა შოტლანდიელი გენიოსის, ფერგიუსონის იმედები. პერსის კლევერლიმ და რუნიმ აუბეს მხარი და სტუმრებს დროზე ადრე მიუთითეს სახლისკენ მისაბრუნებელი გზა. კემპბელმა 72-ეტე წუთზე კი შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა დიდებულ სტადიონზე ზეიმი მაინც შედგა.
ამჟამად "იუნაიტედი" თანაქალაქელ მდევარს 6 ქულით უსწრებს. "ჩელსისა" და "ტოტენჰემს" კი მთელი 13 ქულით.
რედინგში გოლები უყვართ!

შაბათ-კვირის შემდეგ "არსენალმაც" ითამაშა თავისი სათამაშო. ლონდონელები ჩემპიონატის აშკარა აუსაიდერსა და ბოლოადგილოსან "რედინგს" სტუმრობდნენ. ადგილობრივმა ქომაგმა დიდებული საფეხბურთო საღამო და საყვარელი გუნდის მორიგი მარცხი ერთად იხილა. ზედიზედ 6 მატჩია, რაც ბრაიან მაკდერმოტის ბიჭები მეტოქეზე სუსტები არიან. "არსენალთან" რომ ქულის აღებაზეც ძნელი იყო მათთვის ფიქრი, ეს თავიდანვე ნათელი იყო, თუმცა ინგლისი ინგლისია, პრემიერ ლიგა კი პრემიერ ლიგა.
რას ვიზამთ. დედაქალაქელები გაცილებით ძლიერები ყოფილან! სათამაშო დროის ერთი საათი გავიდა და არსენ ვენგერის გუნდი 4! გოლით წინაა. პოდოლსკის ერთს კაზორლას სამი მიემატა და უკანასკნელი იმედიც მოკვდა. მასპინძლებმა 66-ეზე და 71-ეზე ორი ბურთი გაქვითეს, მაგრამ უოლკოტმა მე-80-ზე წერტილი დაუსვა ყველაფერს.
პ.ს. "ჩელსი" - "საუტჰემპტონი" გასაგები მიზეზების გამო გადაიდო!
შედეგები:
"ნიუკასლი" 1:3 "მან სიტი"
"ლივერპული" 1:3 "ასტონ ვილა"
"ემიუ" 3:1 "სანდერლენდი"
"ნორვიჩი" 2:1 "უიგანი"
"ქპრ" 2:1 "ფულემი"
"სტოკი" 1:1 "ევერტონი"
"ტოტენჰემი" 1:0 "სოუნსი"
"ვესტ ბრომვიჩი" 0:0 "ვესტ ჰემი"
"რედინგი" 2:5 "არსენალი"
სატურნირო ცხრილი:
1 ემიუ17 14 0 3 43 24 19 42
2 მან სიტი17 10 6 1 33 15 18 36
3 ჩელსი16 8 5 3 28 17 11 29
4 ტოტენჰემი17 9 2 6 30 25 5 29
5 არსენალი17 7 6 4 31 18 13 27
6 ევერტონი17 6 9 2 28 21 7 27
7 ვესტ ბრომვიჩი17 8 3 6 24 21 3 27
8 ნორვიჩი17 6 7 4 19 25 -6 25
9 სტოკი17 5 9 3 15 13 2 24
10 სუონსი17 6 5 6 26 22 4 23
11 ვესტ ჰემი 176 5 6 21 20 1 23
12 ლივერპული17 5 7 5 23 23 0 22
13 ფულემი17 5 5 7 28 29 -1 20
14 ასტონ ვილა17 4 6 7 15 24 -9 18
15 ნიუკასლი17 4 5 8 19 26 -7 17
16 სანდერლენდი17 3 7 7 18 24 -6 16
17 საუტჰემპტონი16 4 3 9 22 32 -10 15
18 უიგანი17 4 3 10 18 32 -14 15
19 ქპრ17 1 7 9 15 30 -15 10
20 რედინგი17 1 6 10 21 36 -15 9
ბომბარდირები:
1. მიჩუ ("სუონსი")12გოლი- 17 მატჩი
2. ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი") 12 (1)გოლი - 17 მატჩი
3. დემბა ბა ("ნიუკასლი") 11 გოლი - 17 მატჩი
4. ლუის სუარესი ("ლივერპული") 10 გოლი- 16 მატჩი.
5. ჯერმეინ დეფო ("ტოტენჰემი") 9 გოლი - 17 მატჩი
6. მარუან ფელაინი ("ევერტონი") 8 გოლი - 15 მატჩი.