9:41 PM
პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება



გთავაზობთ ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეჯამებას.

ტურის შეჯამება

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

გულშემატკივარს, რომელმაც პრემიერ ლიგის მატჩების ყურება ახლახანს დაიწყო, შეიძლება აინტერესებს, რატომ აყენებენ "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" მატჩს ესპანური "ელ კლასიკოს" გვერდით? დიახ, მართალია, რომ ეს ორი კლუბი ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები არიან. დიახ, მართალია, რომ ეს კლუბები ძველი მეტოქეები არიან. მაგრამ, უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონი გავიდა, რაც "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვერ ახერხებს, ინგლისის ჩემპიონობაზე საუბარი არაა. რაც შეეხება "ოლდ ტრაფორდს", ამ სტადიონზე "ლივერპულმა" ბოლოს მაშინ გაიმარჯვა, როდესაც მის რიგებში აურელიო და დოსენა ასპარეზობდნენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი "ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი გახლდათ.

ბოლო წლებში ჩრდილო-დასავლურ დერბის კარგი არაფერი არ ახსოვს - არბიტრების შეცდომები, გულშემატკივრების შეურაცხმყოფელი ქცევები, ფეხბურთელების კონფლიქტები, ევრასა და სუარესის მტრობა... მოგეხსენებათ, ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ არ იცის რომელ ადგილს იკავებს ამჟამად სატურნირო ცხრილში "ლივერპული". არავინ, "წითლების" გულშემატკივრებმაც კი არ იციან: სად იმყფებიან ტოპ-ოთხეულში, გასავარდნ ზონაში... ალბათ არც ის იციან, რატომ უსწრებს თავიანთ საყვარელ კლუბს მოსისხლე მტერი "ევერტონი", რომელიც ბოლო წლებში საოცარ სეზონებს ატარებს.

ახლანდელ დერბის ინტრიგა დაკარგული ჰქონდა: მერსისაიდელებს მიმდინარე სეზონში მასზე მაღალ ადგილზე მყოფი კლუბი დამარცხებული არ ჰყავთ (5 მარცხი, 5 ფრე). რათქმაუნდა, ბრენდან როჯერსს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მოეგო ძალიან ბევრი კრიტიკოსი გაჩუმდებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა - "ლივერპულმა" "ემიუს" ვერ სძლია. "იუნაიტედის" დამარცხებისთვის შენი საუკეთესო თამაში უნდა აჩვენო, რაც "წითლებს" არ გამოუვიდათ. 

მასპინძლები პირველ სამოც წუთში სტუმრებზე გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგნენ: მე-19 წუთზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ ლივერპულელების კარი დალაშქრა და თავისი მე-17 გოლი გაიტანა. 
პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება
ამ დროს კი "ლივერპულს" არაფერი გამოსდიოა: ორი ცენტრალური ჩამშლელი ნახევარმცველი, არაეფექტური ფლანგების მოთამაშეები და რაც მთავარია, იზოლირებული ლუის სუარესი. 55-ე წუთზე "წითლების" დაცვის ხაზმა კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ვან პერსის შესანიშნავი ჩამოწოდების შემდეგ ევრამ და ვიდიჩმა ერთობლივი ძალების შედეგად მერსისაიდელების კარში მეორე გოლი გაიტანეს. ვან პერსის საოცარი გადაცემა სტუმრების დაცვის ხაზის მიუტევებელ შეცდომას ფარავს...

ზუსტად ორი წუთის შემდეგ "ლივერპულმა" ანგარიშის შემცირება შეძლო: გოლი პრემიერ ლიგის "წითლების" მაისურით დებიუტანტმა დანიელ სტარიჯმა შეაგდო. ჯერარდმა მოედნის ცენტრში კერიკს ბურთი აართვა და დაახლოებით ოცი მეტრიდან დაარტყა, დე ხეამ ეს ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე სტარიჯს ვერავინ მიასწრო. ამის შემდეგ მატჩის მიმდინარეობას ცოტა ინტრიგა შეემატა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ უკვე მანჩესტერელების ორბურთიანი სხვაობის დროსაც, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

მატჩის სტატისტიკა:

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

ტურის მომდევნო ცენტრალური მატჩი - "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება უკვე მე-9 წუთზე "მეთოფეების" ცენტრალურმა მცველმა ლორან კოშელნიმ "გააფუჭა", რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ედინ ჯეკო რაგბის ილეთით წააქცია. მატჩის მთავარმა არბიტრმა კი ფრანგი მოედნიდან გააძევა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე მიუთითა. 

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

უნდა ვაღიაროთ, რომ მაიკ დინი ამ სიტუაციაში სწორედ მოიქცა. მატჩის შემდგომ კი არსენ ვენგერს იგი არც კი გაუკრიტიკებია. თუმცა, ეს პენალტი სტუმრებმა მაინც ვერ გამიყენეს: მასპინძლების გოლკიპერმა შესნიმ ჯეკოს დარტყმული პენალტი ფეხით მოიგერია, შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა კარში მაინც არ გავიდა.მიუხედავად ამ გაფუჭებული პენალტისა, უკვე ნათლად ჩანდა, რომ ათკაციან "არსენალს" არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ოცი წუთის შემდეგ კი ეს დამტკიცდა: სილვასა და ტევესის შესანიშნავი კომბინაცია გოლად ჯეიმს მილნერმა აქცია. 


ამ გოლის შემდეგ კი "მეთოფეები" მთლიანად გატყდნენ და მეორე გოლიც გაუშვეს, ამჯერად თავი ჯეკომ გამოიჩინა. თუმცა, მასპინძლებს რაღაც იმედი გაუჩნდათ, როდესაც მაიკ დინმა მანჩესტერელების კაპიტანი ვენსან კომპანი ჯეკ უილშირის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო გააძევა. რობერტო მანჩინი ამის გამო ნამდვილად ძალიან გაბრაზდა და ჩანდა, რომ წითელი ბარათის გაპროტესტებას აპირებდა, თუმცა განმეორებით ამ ეპიზოდს თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ "სიტის" ხელმძღვანელობას კომპანის გაძევების გასაჩივრების საფუძველი არ აქვს. საბოლოოდ, ეს მატჩი ასეთივე ანგარიშით დასრულდა და ორ მანჩესტერულ კლუბს შორის ჩემპიონობისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება - "იუნაიტედი" "სიტის" შვიდი ქულით უსწრებს.

მატჩის სტატისტიკა:

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

ღირსეული "ქპრ"

ჰარი რედნაპი "ტოტენჰემიდან" წასვლის შემდეგ პირველად დაუპირსპირდა საკუთარ ყოფილ კლუბს, კლუბს, რომელიც ანდრე ვილაშ-ბოაშის მისვლის შემდეგ თვალსაჩინოდ შეიცვალა. 

მე-20 ტურში "ლივერპულთან" შინ ძალიან არასასიამოვნო მარცხის შემდეგ ჰარი რედნაპმა ძირითად შემადგენლობაში დიდი ცვლილებები შეიტანა და "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" დაუპირსპირდა, აღსანიშნავია, რომ ინგლისელი სპეციალისტის ამ ცვლილებებმა გაამართლა და "რეინჯერებმა" "არისტოკრატებს" სენსაციურად სძლიეს.
პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება
სწორედ ამიტომ, "ქუინზ პარკი" "ტოტენჰემთან" დერბის შესანიშნავი განწყობით ხვდებოდა, თუმცა გუნდი ძალიან ცუდ სიტუაციაშია: სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო პოზიციაზე იმყოფება. 22-ე ტურის ამ მატჩში "რეინჯერები" ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, როგორც დაცვის, ისევე ნახევარდაცვის ხაზშიც და რამოდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მატჩში დიდ უპირატესობას მაინც "დეზები" ფლობდნენ, მიუხედავად ამისა, "ლოფტუს როუდის" ბინადრების კარის დალაშქვრა მაინც ვერ მოახერხეს და მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

ტურის დანარჩენი გმირები და ანტიგმირები

ზედიზედ ჩვიდმეტი მატჩი არ ჰქონდა წაგებული შინ "სტოკ სიტის", მაგრამ ყველამ იცოდა და ელოდა, რომ ადრე თუ გვიან, შინ ეს გუნდი მაინც დამარცხდებოდა. და აი მოლოდინიც გამართლდა: "ბრიტანიაზე" "ჩელსი" ჩავიდა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა სტოკელების ეს გრძელვადიანი სერია შეწყვიტეს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა: ბოლოს "სტოკი" შინ 2012-წლის თებერვალში დამარცხდა.

გამართული მატჩი ძალიან ცუდად დასრულდა მასპინძელთა ნახევარმცველისთვის ჯონათან უოლტერსისთვის, რომელმაც საკუთარ კარში დუბლი გაიფორმა და აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი თავით გაიტანა. 
პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება
პირველი ავტოგოლი მან ტაიმის მიწურულს შეაგდო, როდესაც ხუან მატას დარტყმულს თავი შეუშვირა და ასმირ ბეგოვიჩი უძლური დატოვა. მეორე ავტოგოლი კი ისევ მატას აქიურობით გავიდა: ესპანელმა ნახევარმცველმა კუთხური მოაწოდა, ბურთს კი პირველი ისევ უოლტერსი შეეხო - 0:2. ჯონათანისთვის ეს კოშმარული დღე ჯერ კიდევ არ დამთავრებულა: 90-ე წუთზე სტუმრების კარში პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი იგი მივიდა და ბურთი ძელს გაარტყა...

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ "ჩელსის" ცოცხალ ლეგენდას ფრენკ ლამპარდს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ნახევარმცველმა გოლის გატანაც მოახერხა, მან ხუან მატას მიერ მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. ამ გოლის შემდეგ ფრენკს "ჩელსის" მაისურით გატანილი 194 გოლი მოიგროვდა და "არისტოკრატების" ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. იმისათვის, რომ ლამპარდი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, ამისათვის მას ცხრა გოლიღა დარჩა გასატანი. ასევე გეტყვით იმასაც, რომ პირველ ადგილზე ბობი ტემბლინგი იმყოფება, რომლის ანგარიშზეც გატანილი 203 ბურთია. ფრენკის გოლის შემდეგ, ზუსტად ათ წუთში თავი ედენ აზარმა ულამაზესი დარტყმით გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ ბელგიელს ასისტენტობა ხუან მატამ გაუწია, რომელმაც ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა. 

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მატჩში შეცვლაზე შევიდა "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ჯონის მოედანზე შესვლის შემდეგ კი ათი წუთი არ იყო გასული, რომ სწორედ მის გამო დაინიშნა პეტერ ჩეხის კარში პენალტი, რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჯონათან უოლტერსმა ვერ გამოიყენა. აი ასე დაუბრუნდა მოედანს "არისტოკრატთა" კაპიტანი.

ტურის მოულოდნელობა

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა "სანდერლენდსა" და "ვესტ ჰემს" შორის. "შავ კატებს" ის გუნდი დაუპირისპირდა, რომელიც გასულ კვირას ინგლისის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, რომ არა ვან პერსის მიერ მატჩის ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე გატანილი გოლი. თუმცა, მატჩი ძალიან მოულოდნელად დასრულდა - "სანდერლენდმა" "ჩაქუჩები" ანგარიშით 3:0 გაანადგურეს: "სინათლის სტადიონზე" "ვესტ ჰემის" განადგურებას საფუძველი სებასტიან ლარსონმა დაუდო, რომელმაც შორეული დარტყმით მე-12 წუთზე იასკელაინენის კარი დალაშქრა.

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება 

ძალიან მალე პირველი ტაიმის დასრულებამდე ანგარიში ორამდე გაზარდა "სიტის" ექს-შემტევმა ნახევარმცველმა ადამ ჯონსონმა, საბოლოო ანგარიში კი ჯეიმს მაკლინმა მეორე ტაიმში ეფექტური დარტყმით დააფიქსირა. "შავი კატების" ნახევარდაცვის ხაზი საოცრად გამოიყურებოდა, გასაკუთრებით კი დევიდ ბოენი უნდა გამოვყოთ, რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად ვიხილეთ. "სანდერლენდის" თამაშის საპირისპიროდ საშინელი მატჩი ჩაატარა "ვესტ ჰემმა", რომელსაც არაფერი არ გამოსდიოდა.

ტურის ციფრები

"ფულემის" ნახევარმცველმა გეორგიოს კარაგუნისმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-600 გოლი გაიტანა. ბერძენი ვეტერანი ნახევარმცველის მიერ დარტყმული ბურთი ძალიან ლამაზად ჩაეშვა "უიგანის" კარში.
პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

22-ე ტურის შედეგები

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

სატურნირო მდგომარეობა

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

ბომბარდირები

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

ასისტენტები

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება

დისციპლინური მდგომარეობა

პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის შეჯამება
ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: