9:39 PM პრანდელი: “იუვენტუსი” ჩემპიონატში ყოველთვის ნომერ პირველია” | |
![]() იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ "იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. "ჩემპიონატში "იუვენტუსი” ყოველთვის ნომერ პირველია”, – აცხადებს პრანდელი Sky Italia-სთან საუბრისას. "მას შემდეგ, რაც კონტემ გასული ორი წლის განმავლობაში გააკეთა, ამჟამინდელი გაძლიერების გათვალისწინებითაც, სერია ა-ს მწვერვალიდან ტურინელების ჩამოგდება ძნელი იქნება”. "თუმცა, "ნაპოლი” და "ფიორენტინა” თავიანთ გულშემატკივრებს ოცნების შესაძლებლობას აძლევენ. სატრანსფერო ფანჯარაზე გასაძლიერებლად მათ თავიანთი ძალების მაქსიმუმი გამოიყენეს”. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |