10:28 AM პოლი “მილანში” გადავა | |
![]() პრესა იუწყება, რომ "სამპდორია” და "მილანი” ნახევარმცველ ანდრეა პოლის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ნავარაუდევია, რომ "როსონერი” გენუელებს იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ ზაფხულს 6,5 მილიონ ევროს გადაუხდის. "სამპდორია” ამ თანხას ნაწილ-ნაწილ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მიიღებს. შეგახსენებთ, გასული სეზონი პოლიმ არენდის წესით "ინტერში” გაატარა და სწორედ "ნერაძურის” ჰქონდა ახალგაზრდა ნახევარმცველის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშის კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |