10:39 PM პოგბასთვის სეზონი დასრულებულია | |
![]() "იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი აღმოჩნდა სერია ა-ს დისციპლინარული კომიტეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომელმაც "პალერმოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ფრანგის წითელი ბარათი განიხილა. მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის” ჩამშლელმა ნახევარმცველმა სალვატორე არონიკას შეაფურთხა, რის გამოც დაისაჯა კიდეც. იმის გამო, რომ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა, პოგბასთვის სეზონი უფრო ადრე სრულდება, ვიდრე სხვა ფეხბურთელებისათვის. ცნობისათვის, ბოლო ტურებში "ბიანკონერი” "ატალანტას”, "კალიარისა” და "სამპდორიას” დაუპირისპირდება. ეს კი პოგბას გაძევების ამსახველი ვიდეომასალა: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |