10:27 PM პოგბას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება | |
![]() "იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა მოწინააღმდეგის მიმართ შეფურთხების გამო დაისაჯოს. "იუვენტუსის” 20-წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა "პალერმოს” წინააღმდეგ გამართული გუშინდელი შეხვედრის მიმდინარეობისას სალვატორე არონიკას მიმართ შეფურთხების გამო მოედნიდან გააძევეს და დიდი ალბათობით, უახლოეს დროში ამის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისჯება. Corriere dello Sport იტყობინება, რომ პოგბა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ ახალგაზრდა ფრანგისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა” "პალერმოსთან” მოპოვებული გამარჯვების წყალობით იტალიის ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |