7:28 PM
პლ: მინიმუმ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია რასიზმისთვის




ინგლისის ფეხბურთის და პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციებმა განმარტეს, როგორ დისკვალიფიკაციას მიიღებს ის ფეხბურთელი, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას გამოავლენს.

"ფეხბურთელის მხრიდან გამოვლენილი რასობრივი დისკრიმინაცია უნდა დაისაჯოს არანაკლებ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით." - ნათქვამია განცხადებაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგე არ ჰყავს, გადაწყვეტილება ჯერჯერობით ბოლომდე არ არის მიღებული." - დააზუსტა გორდონ ტეილორმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რასიზმისთვის 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, როდესაც ანალოგიური ქმედებისთვის ჯონ ტერი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
 
ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: