10:19 PM
პირველი ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე



ადგილობრივი დროით 18.00 საათზე სასტუმროს შორიახლოს მდებარე სტადიონზე დინამოელებმა 1 საათის განმავლობაში ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში ჩაატარეს. დინამოში დაბრუნების შემდეგ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად დავით კვირკველიამ. სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა მაკედონიელი დარკო გლიშიჩი. მაღალი ტემპერატურის გამო წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია დავით ხოჭოლავას.

დინამო პირველ სპარინგს შეკრებაზე ხვალ, თბილისის დროით 20.00 საათზე კიევის დინამოსთან გამართავს. კლუბის ვებ-გვერდზე მატჩის ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

წყარო: fcdinamo.ge

ნანახია: 340 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: