7:43 PM
პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა



გთავაზობთ ინგლისის ჩემპიონატის პირველი ნახევრის შეჯამებას.

პროგრესი

სტივ კლარკი მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის დროს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გვევლინებოდა - პირველად იგი "ნიუკასლში" გულიტის ასისტეტად მუშაობდა, შემდეგ მოურინიოსა და გრანტის ასისტენტად, ძოლას ასისტენტად "ვესტ ჰემში", ბოლოს კი დალგლიშის ასისტენტად "ლივერპულში. უკვე ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან "სენტ-მირენისა" და "ჩელსის" ექს-მცველი რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდებოდა და ეს ასეც მოხდა - იგი "ვესტ ბრომვიჩის" წინადადებას დათანხმდა.

პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა

2012-წლის 8 ივნისს კლარკმა "დროზგებთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ორი წლიდან იგი ჯერჯერობით მხოლოდ ექვსი თვე წვრთნის გუნდს, მაგრამ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. სტივის ერა "ლივერპულის" განადგურებით დაიწყო - ამ მატჩში მისმა გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა და სრულიად დამსახურებულად დაამარცხა მერსისაიდული გრანდი. ნოემბერში "ვესტ ბრომვიჩმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო "საუთჰემპტონთან", "უიგანთან", "ჩელსისთან" და "სანდერლენდთან" და გასაკვირი არ არის, რომ იმ თვის საუკეთესო სპეციალისტად სწორედ სტივ კლარკი დაასახელეს.

ახალ წელს "ვესტ ბრომი" არც თუ ისე კარგად შეხვდა (გუნდი ახალი წლის პირველ მატჩში "ემიუსთან" დამარცხდა, რასაც "ფულემთან" მატჩშიც მარცხი მოჰყვა), მაგრამ გუნდმა დავალება თითქმის უკვე შეასრულა - 21 ტურის შემდეგ კლუბს 33 ქულა აქვს, რაც მომავალს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს. უახლოეს ტურებში "ვესტ ბრომი" "რედინგს", "ქპრ"-ს, "არსენალსა" და "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

იმედგაცრუება

გასულ სეზონში "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" პრემიერ ლიგაში ადგილი ძლივსძლივობით შეინარჩუნა. მარკ ჰიუზი, რომელმაც გასულ სეზონში ნილ უორნოკი შეცვალა "რეინჯერების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუნდის გადარჩენა მაინც მოახერხა. 2012/13 წლების სეზონს კი კლუბის მესვეურები დიდი იმედით ელოდნენ, კლუბმა ზაფხულში დიდი სატრანსფერო კამპანია განახორციელა და ბევრი საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა.

მიუხედავად ამისა, ახლადმოსულმა ფეხბურთელებმა ჰიუზს მაინც ვერ უშველეს. "ქპრ"-მ ჩემპიონატი საშინლად დაიწყო ერთი თამაში ვერ მოიგო და კლუბის მფლობელმა ტონი ფერნანდესმა მარკ ჰიუზი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა.

პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა

ჰიუზი ნოემბრის ბოლოს მოკვეთეს - 12 მატჩში მის გაწვრთნილ გუნდს მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ისიც ფრეების წყალობით. უკვე შემდეგ დღეს ფერნანდესმა მთავარ მწვრთნელად ჰარი რედნაპი დანიშნა, რომელიც ჯერჯერობით თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს.

შედეგი

მას შემდეგ, რაც რობერტო დი მატეომ "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი მოაგებინა სულ რაღაც 6 თვე გავიდა, თუმცა კლუბის მფლობელს რომან აბრამოვიჩს ეს არ ანაღვლებდა - მან ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. დიახ, მართალია დი მატეო ახალი ფერგიუსონი ან ვენგერი არ არის, თუმცა მან ხო რამოდენიმე კვირის ჩაბარებულ კლუბს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოაგებინა!

აბრამოვიჩს კი ეს არ ანაღვლებდა, მაშინ როდესაც ყველა ელოდებოდა, რომ იგი რობერტოს კიდევ ერთ შანსს მისცემდა, იგი გაანთავისუფლა. ასე რომ, იგი მხოლოდ 262 დღე მუშაობდა "არისტოკრატების" თავკაცად, მაშინ, როდესაც ანდრე ვილაშ-ბოაში აბრამოვიჩმა 256 დღის შემდეგ მოკვეთა.

პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა

რათქმაუნდა, ესეთი გადაწყვეტილების შემდეგ საინტერესო იყო, რომელი სპეციალისტი დაინიშნებოდა "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად, თავიდან პეპ გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა ბოლოს რომან აბრამოვიჩმა არჩევანი რაფაელ ბენიტესზე შეაჩერა, რომელიც გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. რათქმაუნდა, ეს გადაწყვეტილება "ჩელსის" გულშემატკივრებს რათქმაუნდა არ ესიამოვნათ, მაგრამ მათზე არაფერია დამოკიდებული...

იდეალური ტრანსფერი

"მხოლოდ ორი მილიონი ფუნტი. მე მასზე არასდროს არაფერი მსმენია!",-განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა. - "მიკაელ ლაუდრუპმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა".

პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა

ესპანელი შემტევი ნახევარმცველის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "სუონსიში" გადაბარგება არავი გაჰკვირვებია, რადგან იგი გასულ სეზონში "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში შესანიშნავად გაისარჯა. თუმცა, მასზე დიდ იმედებს არ ამყარებდნენ - ვინ წარმოიდგენდა, რომ იგი ასე ათამაშდებოდა და პირველი ნახევრის შემდეგ 13 გოლს გაიტანდა.

ცამეტი გოლი პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში, უბრალოდ საოცარი შედეგია, როდესაც ინგლისის ტოპ0კლუბში არ ასპარეზობ - მიჩუს შედეგი უბრალოდ საოცარია.

სატრანსფერო მარცხი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ინგლისური კლუბი იბრძოდა "დორტმუნდის" ყოფილი კაპიტნის ნური შაჰინის გადაბირებისთვის, რომელსაც "რეალში" სეზონი ჩაუვარდა. როგორც ჩანდა, თურქი ნახევარმცველის ყიდვის უკეთესი შანსი "არსენალს" ჰქონდა - მისი გადაბირებით თავად არსენ ვენგერი იყო დაინტერესებული.

მაგრამ, "რეალი" "ლივერპულის" შემოთავაზებას დათანხმდა (წელიწადში 5 მილიონი ევრო შაჰინის არენდის სანაცვლოდ გამოსყიდვის გარეშე), ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა თუ სად იასპარეზებდა ნური.

პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა

ამ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც მან "ლივერპულში" გაატარა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა. მოსალოდნელია, რომ შაჰინი უკვე ზამთარში დაბრუნდება "რეალში", რათა სხვა კლუბში მოსინჯოს ძალები.

პრემიერ ლიგის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები

ფოსტერი - საბალეტა, ოლსონი, ივანოვიჩი, ბეინსი - არტეტა, ფელაინი - მატა, მიჩუ, ბეილი - ვან პერსი

პირველი ნახევრის შეჯამება. პრემიერ ლიგა

ყველაზე მეტი

- გოლები: რობინ ვან პერსი - 16, ლუის სუარესი - 15, დემბა ბა, მიჩუ - 13, დეფო - 10.

- საგოლე პასები: სტივენ ჯერარდი - 8, ხუან მატა, უეინ რუნი - 7, ედენ აზარი, რობინ ვან პერსი, ბრაიან რუისი, ლუკას პოდოლსკი, თეო უოლკოტი - 6.

- ყვითელი ბარათები: ანხელ რანხელი, კრეიგ გარდნერი, ჯეიმს პერჩი, ლუის სუარესი, მარკ ნობლი - 7

- წითელი ბარათები: ბრანისლავ ივანოვიჩი, ბრედ ჰანგელანდი, კარლეტონ კოული, შეიხ ტიოტე, ჩირან კლარკი, დანიელ აგერი, დინ უაიტჰედი, ემანუელ ადებაიორი, ფაბრიციო კოლოჩინი, ფერნანდო ტორესი, ჯონჯო შელვი, ხორდი გომესი, ჩიკო ფლორესი, მაინორ ფიგეროა, ნათან დაიერი, პიტერ ოდემვინგი, სამბა დიაკიტე, სტეფან მბია, სტივენ პიენაარი, ტომ ჰადლსტოუნი, სტივენ ნზონზი - 1.

გადაცემები: იაია ტურე - 1732, მიკელ არტეტა - 1702, მაიკლ კერიკი - 1649.

დარტყმები: ლუის სუარესი - 123, დემბა ბა - 89, ჯერმეინ დეფო - 86.

თამაშგარეში მოხვედრა: ნიკიცა იელავიჩი - 36, კრისტიან ბენტეკე - 28, გრანტ ჰოლტი - 25.

ართმევები: მორგან შნეიდერლინი - 78, მარკ ნობლი - 74, სტივ სიდველი, მიკელ არტეტა - 71, მოჰამედ დიამე - 66.

ჩაჭრები: სანდრო - 79, მოეგან შნეიდერლინი - 65, იან ვერტონგენი - 57, კრის ბეირდი - 56.

ჯარიმები: მიკელ არტეტა - 49, მარუან ფელაინი, გრანტ ჰოლტი, სტივ სიდველი - 46.
ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: