9:48 AM პირლო: “რეალში”, “ჩელსისა” და “ბარსელონაში” გადასვლა შემეძლო” | |
![]() ანდრეა პირლომ თავის ავტობიოგრაფიაში იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ სად შეიძლებოდა გაეგრძელებინა კარიერა. "ერთხელ "ჩელსის” შევუთანხმდი, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ბერლუსკონი ჩაერია, "მილანში” დავრჩი. 2006-წელს "რეალში” გადაბარგებასთანაც ახლოს ვიყავი. მაშინ გუნდს კაპელო წვრთნიდა და შეთანხმებასთან ერთი ნაბიჯიღა გვაკლდა”, – ჩაწერა "იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ თავის ავტობიოგრაფიაში. "2011-წელს გვარდიოლამ "ბარსელონაში” გადაბარგებაზე დამარწმუნა, თუმცა ამჯერადაც თქვა ბერლუსკონიმ თავისი სიტყვა”. "იუვენტუსი”? ამ კლუბში გადაბარგება ჩემს კარიერაში ყველაზე მართებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ვნანობ თუ არა, რომ "მილანი” დავტოვე? ცვლილებების მოხდენა საჭირო იყო. ის გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა”, – დაასრულა იტალიელმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |