4:52 PM პირლო და ბარძალი ურუგვაისთან ვერ ითამაშებენ | |
![]() იტალიელები მესამე ადგილისათვის გასამართ შეხვედრას სერიოზული დანაკარგით ხვდებიან. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ "იუვენტუსის” დუეტი, ანდრეა პირლო და ანდრეა ბარძალი, თავიანთი ნაციონალური ნაკრების დახმარებას, კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაში, ვერ შეძლებენ. ესპანეთთან გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბარძალის მუხლქვეშა მყესებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა მოედანი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ დაეტოვებინა. ხოლო, რაც შეეხება პირლოს, "სკუადრა აძურას” ლიდერს კვლავ კუნთების დაზიანება აღენიშნება. შეგახსენებთ, ურუგვაი და იტალია კონფედერაციის თასის გათამაშების მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |