9:14 PM
პირლო: "ჩელსის" წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტი მოვაგვარე, მაგრამ "მილანმა" არ გამიშვა"



რამდენიმე წლის წინ იტალიელი ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში "როსონერიმ" გადაიფიქრა.

კარლო ანჩელოტის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ანდრეა პირლოსთან ერთად, ხოლო 2009 წელს ლონდონის "ჩელსის" ჩაუდგა სათავეში, ძალიან უნდოდა მისი ხილვა "პენსიონერთა" რიგებში. "როსონერის" ექს-მოთამაშემ, ახლა კი ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისურ გამოცემა Daily Mail- თან ინტერვიუში აღიარა, რომ არა მხოლოდ კლუბები შეთანხმდნენ ერთმანეთში, არამედ საქმე პირადი კონტრაქტის პირობების შეთანხმებამდეც კი მისულა.

"ფაქტობრივად, "მილანმა" არ გამიშვა. ანჩელოტისთან მუდმივად ვსაუბრობდიმ ამიტომ კავშირი მაშინაც მქონდა, როცა ის "ჩელსიში" მუშაობდა. ის ახლა "პსჟ"-ს თავკაცობს და ახლაც მაქვს ურთიერთობა. "ჩელსის" წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის თაობაზეც მოვასწარი დალაპარაკება, მაგრამ საბოლოოდ "მილანმა" ჩემი გაყიდვა არ ისურვა. ამიტომაც დავრჩი", -განაცხადა პირლომ.

"რა თქმა უნდა, ინგლისში გადასვლის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. ეს ახალი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის. ძალიან მაინტერესებდა. განსაკუთრებით კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ 30 წლის ვიყავი. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა".

ყველაფრის მიუხედავად, პირლო მაინც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ინგლისის პრემიერ ლიგაში წავიდეს. 

"ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. კონტრაქტით, "იუვენტუსთან" 2 წელი დამრჩა, ეს და მომდევნო. მომწონს ინგლისური ფეხბურთი. პრემიერ- ლიგაში ბევრი კარგი კლუბია. ყოველთვის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ და მათი ყურება საინტერესოა. არა მგონია, რამე პრობლემა მქონდეს ასეთი სტილის შეჩვევაში. კარიერის განმავლობაში განსხვავებული სტილის ფეხბურთელებთან ერთად თამაში მომიწია", -დაასრულა ანდრეა პირლომ.
ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: პირლო: ჩელსის წარმომადგენლებთან პირ, მაგრამ მილანმა არ გამიშვა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: