10:16 PM
პიკე: “მესის წვლილი ფასდაუდებელია”



"ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენის” (1:1) წინააღმდეგ გამართული განმეორებითი შეხვედრა დააკომენტარა.

"ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა თავისი ძალა გამოაჩინა. ნახევარფინალში მოპოვებული ადგილი დავიმსახურეთ. "პსჟ”-სთან გამართულ პირველ მატჩში მასპინძლებმა ანგარიში ბოლო წუთებზე გაათანაბრეს, თუმცა მაშინ მეტს ვიმსახურებდით”.

"მესი – პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ლეო ტრავმირებულია, მას ყველაფრის შეცვლა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია. გვესმის, რომ მოედანზე მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი თამაში არგენტინელზე იგება. მას საგოლე გადაცემის გაკეთება, გოლის გატანა შეუძლია, ლეომ ყველაფერი იცის. მისი წვლილი ფასდაუდებელია”, – განაცხადა პიკემ.

ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: