10:06 AM
პიკე მატჩის განაცხადშია


ძალიან კარგი სიახლე გავრცელდა "სიუტატ ესპორტივაზე" გამართულ  შოტლანდიაში გამგზავრებამდე  ბოლო ვარჯიშზე, სადაც ოთხშაბათს "ბარსელონა" "სელტიკს" დაუპირისპირდება. ხერარდ პიკემ სრულად შეძლო თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის ჩატარება, რის შემდეგაც მას ექიმებმა მწვანე შუქი აუნთეს.

 

ხერარდ პიკე ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადში მოხვდა. მასთან ერთად განაცხადში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც "სელტასთან" სათადარიგო სკამზე არ იმყოფებოდნენ. ესენი "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელები, სერხიო რობერტო და ოიერი არიან. თუმცა გუნდს ვერ დაეხმარებიან ადრიანო კორეია, რომელიც ტრავმირებულია და სერხიო ბუსკეტსი, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

 

ტიაგო მოედანზე ვარჯიშობდა

თავის მხრივ ტიაგო ალკანტარა, რომელსაც მუხლის ტრავმა ჰქონდა 6 კვირიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე. ტიაგოსთან ერთად ვარჯიშობდა აღდგენის ბოლო ეტაპზე მყოფი კიდევ ერთი ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი. სესიაზე "ბარსა ბ"–ს მოთამაშეები, ტელიო, ოიერი და სერხი რობერტო იმყოფებოდნენ.

 

გუნდი "ნოუ კამპზე" ხვალ. 09:30 საათზე შეიკრიბება, საიდანაც აეროპორტში გაემგზავრებიან. "სელტიკ პარკზე" ვარჯიში ხვალ, 19 საათზეა დაგეგმილი. სესიის დაყებამდე პრეს–კონფერენციას ტიტო ვილანოვა და გუნდის რომელიმე ერთი მოთამაშე გამართავს.

 

მატჩის განაცხადა: ვალდესი, პინტო, ოიერი, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, პედრო, ალბა, მონტოია, სონგი, ტელიო, სერხი რობერტო.

 

 

                                  

ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: პიკე მატჩის განაცხადშია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: