ხუან ფერნანდო კინტეროს "ნერაძურიში" გადაბარგება სურს.
"პესკარას" 19-წლის ნახევარმცველს ხუან ფერნანდო კინტეროს ისეთი ტოპ-კლუბები აკვირდებიან, როგორებიც "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და აგრეთვე "ბარსელონაა".
სავსებით შესაძლებელია, რომ კინტერომ იტალიური კლუბი უახლოეს ზაფხულში დატოვოს და თავად ფეხბურთელის სიტყვებით, მას "ინტერში" გადაბარგება სურს.
"იუნაიტედი"? არა, მე "ინტერი" მომწონს. ამის ორი მიზეზი გამაჩნია: პირველი ის, რომ "ნერაძურიში" ბევრი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი თამაშობს და მეორე ის, რომ იტალიაში ყველაფერი მაკმაყოფილებს და ამ ქყვეყნის დატოვება არ მსურს. მაგრამ, გარდა "ინტერისა", ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი გადაბირებით სხბა გრანდები - "ემიუ", "მილანი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებოდნენ",-განაცხადა კინტერომ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პესკარას" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.