8:58 PM
პერესი: ისკო ჩვენია



"რეალის” პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნახევარმცველი უახლოეს დროში მის კლუბს შეუერთდება.

ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ "რეალმა” და "მალაგამ” ისკოს ტრანსფერი შეათანახმეს, რომელიც გასული სეზონის მთავარ აღმოჩენად იქცა.

"მალაგასთან”, ისკოს ტრანსფერთან დაკავშირებით, უკვე გაფორმებული ხელშეკრულება გვაკავშირებს. ახლა იგი ჩვენი ფეხბურთელია. მას მომდევნო კვირაში წარვადგენთ”, – განაცხადა პერესმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისკომ მადრიდელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერის ფასმა კი 24 მილიონი ევრო შეადგინა.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 323 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: