10:15 PM
პერესი ბეილისთვის ლონდონში გაემგზავრა



მადრიდის "რეალის” პრეზიდენტი, ინგლისის დედაქალაქში გაემგზავრა, რათა უელსელი მოთამაშის თაობაზე, მოლაპარაკებები გამართოს.

El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს, ფლორენტინო პერესი ლონდონში გაფრინდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად, "სამეფო კლუბის” პრეზიდენის იქ არსებული პირადი ბიზნესი ითვლება, წყარო იტყობინება, რომ პერესი ინგლისში ყოფნისას, გარეტ ბეილის საგისთვის საბოლოო წერტილის დასმას ეცდება.

როგორც პრესა წერს, მადრიდელთა პრეზიდენტი უელსელ გარემარბს არ ეშვება. მოსალოდნელია, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ტოტენჰემის” ნახევარმცველი ესპანელთა მთავარი სამიზნე იქნება, რომლის სანაცვლოდაც, ისინი 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადასახდელად მზად არიან.

თუ "რეალი” ბეილის გადაბირებას ვერ შეძლებს, "უაით ჰართ ლაინზე” მისი დარჩენის ალბათობა, მაინც მცირე იქნება. მისი შეძენით ასევე "პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში, პარიზელთათვის ფული დიდი პრობლემას აღარ წარმოადგენს.

წყარო: El Confidencial

ნანახია: 315 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: