11:27 AM
პეპე: "თუ რონალდუ და მოურინიო კლუბს დატოვებენ..."




მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ აღნიშნა, რომ მისი თანაკლუბელის კრიშტიანო რონალდუსა და მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მომავალი, არ იმოქმედებს მის კარიერაზე - იტყობინება ესანური პრესა.

შეგახსენებთ ცნობას იმის შესახებ, რომ რონალდუმ უარი განაცხადა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. რაც შეეხება მოურინიოს, ბევრი არ გამორიცხავს იმას, რომ სეზონის დასრულებისთანავე პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბს დატოვებს.

"თუ რონალდუ და მოურინიო კლუბიდან წავლენ, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. მე მათ კვალს არ გავყვები. მინდა ვთქვა, რომ მსურს "პორტუში" დაბრუნება. მე ამ კლუბში ბევრი ვისწვლე." - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
 
ნანახია: 250 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: