12:11 PM
პეპე “ბეტისთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს



პორტუგალიელმა მცველმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

პეპემ დაზიანება გუშინ გამართულ ვარჯიშზე მიიღო. ახლა კი, ადგილობრივი პრესა, "სამეფო კლუბის” ბანაკში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის ეგიდით, "ბეტისთან” გასამართ მატჩში პეპე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პეპეს ტრავმის შემდეგ, ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი დარჩა. სწორედ ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიელი პეპეს ადგილას ახალგაზრდა ნაჩოს გაამწესებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 30-წლის მცველი სხვა კლუბში გადაბარგებასთან ახლოს იყო. მისი შეძენით ძალიან ინტერესდებოდა პრემიერ ლიგის კლუბი, კერძოდ კი, "მანჩესტერ სიტი”. თუმცა, კლუბები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

წყარო: RealMadrid.com

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: