9:28 PM
პელეს ბავშვობაში თავისი მეტსახელი არ მოსწონდა



ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის მეფე - პელემ ბრაზილიურ გამოცემას „Globo” ინტერვიუ მისცა და ბავშვობა გაიხსენა.

აღმოჩნდა, რომ სიჭაბუკეში ედსონ არანტეს დოს ნასიმენტოს თავისი მეტსახელი - „პელე" საშინლად არ მოსწონდა.

„პელე" ფეხბურთელს ერთ-ერთმა თანაკლასელმა შეარქვა. ეს ბიჭი პატარა ედსონმა სასტიკად სცემა. ამის გამო სკოლის დირექციამ დასაჯა და ორი დღის განმავლობაში გაკვეთილებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ.

„საშინლად არ მომეწონა ეს მეტსახელი, რადგან პორტუგალიურად იგი უფრო მეტად ბავშვის ბლუყუნს ჰგავს. სულ სხვა საქმეა ედსონი, რომელიც ედისონს ჰგავს. ამ სახელს კი მთელ მსოფლიოში იცნობენ, რადგან სწორედ მან გამოიგონა ელექტრონათურა. ჯერ მრისხანედ მივაჩერდი ჩემს თანაკლასელს, შემდეგ კი ნიკაპში მუშტი ვუთავაზე". - განაცხადა „ფეხბურთის მეფემ."

საინტერესოა, რომ როდესაც პელე სკოლაში გატარებულ წლებს იხსენებდა, ყოველთვის ამბობდა, რომ სამაგალითო მოსწავლე იყო.

ამის მიუხედავად ლეგენდარული ფეხბურთელი კლასელის დიდი მადლობელია.

„მსოფლიოში ნებისმიერმა ადამიანმა იცის ეს სიტყვა და მისი წარმოთქმა ადვილად შეუძლია." - ასეთია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის აზრი.
 
ნანახია: 265 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: