7:09 AM პელეგრინის სია: იოვეტიჩი, ლევანდოვსკი და ბენტეკე | |
![]() "მანჩესტერ სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ კარლოს ტევესის გაყიდვის შემდგომ, მის გუნდს შეტევის ხაზის გაძლიერება სჭირდება. უახლოეს დროში "ცისფრების” ექს-კაპიტანი კარლოს ტევესი "იუვენტუსში” უნდა გადაბარგდეს. კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და მხარეებს ისღა დარჩენიათ მხოლოდ მცირე დეტალების მოაგვარონ, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. არგენტინელის წასვლის გათვალისწინებით, ძალიან მალე "მან სიტიმ” ახალი თავდამსხმელი უნდა შეიძინოს. რასაც გუნდის ახალი თავკაცი მანუელ პელეგრინიც ითხოვს. მანიკუნიანელების მწვრთნელი, პირველ რიგში, მზადაა მეორე შანსი მისცეს ედინ ჯეკოს. თუმცა, პელეგრინი ამით არ შემოიფარგლება. ჩილელი სპეციალისტი თვლის, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება და რამოდენიმე ფორვარდს უკვე დაუმიზნა. ამ ფეხბურთელებს შორის არიან რობერტ ლევანდოვსკი ("დორტმუნდი”), სტევან იოვეტიჩი ("ფიორენტინა”) და კრისტიან ბენტეკე ("ასტონ ვილა”). წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |