11:08 PM პელეგრინის მცველი სჭირდება | |
![]() "მანჩესტერ სიტი” ახალი სეზონის დაწყების წინ დაცვის ხაზის გაძლიერებაზე უარს არ იტყოდა. "ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უახლოეს დროში, კლუბი შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზე ახალი მცველის დამატების მოტივით გავიდეს, რომელიც ტრავმირებული მატია ნასტასიჩის შეცვლას შეძლებს. ამ უკანასკნელს, შეგახსენებთ, ტერფთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, და მინიმუმ თვენახევრის განმავლობაში ახალგაზრდა სერბი ჩილელი სპეციალისტის განკარგულებაში ვერ იქნება. "მომდევნო კვირაში ჩვენთვის სარგებლის მომტანი ფეხბურთელის შეძენას ვეცდებით. თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ვგეგმავთ, მიზნის მისაღწევად მაინც მთელი ძალებით ვიბრძოლებთ. დაცვის ხაზის ცენტრში პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ”, – განაცხადა პელეგრინიმ. წინასასეზონო მზადების ბოლო შეხვედრაში, სადაც "მანჩესტერ სიტი” "არსენალს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ნათლად გამოჩნდა, რომ "ქალაქელებს” დაცვის ხაზში პრობლემები ნამდვილად აქვთ. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |