6:41 PM
პელეგრინიმ ჰარტი გააფრთხილა



"მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტს გააგებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

ჰარტი გასულ კვირაში "კარდიფ სიტისთან” გამართულ შეხვედრაში, სადაც "ქალაქელები” სტუმრად ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ, არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

"ამჟამად ჯო გუნდის ნომერ პირველ მეკარედ ითვლება, მაგრამ მას ვუთხარი, რომ კარგ ფორმაში ძალიან მალე უნდა ჩადგეს”, – აცხადებს პელეგრინი.

"დარწმუნებული ვარ, იგი – საუკეთესო გოლკიპერია. თუმცა, ჩემს გუნდში მთავარი სახელი არაა, არამედ ფეხბურთელების მოქმედებების სარგებლიანობა. ჯომ კარგად იცის, რომ მომდევნო მატჩებში კარგად უნდა ითამაშოს. ჯერჯერობით მას ვენდობი”.

"გუნდში სხვა კიპერებიც გვყავს – მაგალითად, კოსტელ პანტილიმონი. მაგრამ, ვიცით, რომ ჯოს რთული დროება უდგას, ასეთ მომენტში კი ფეხბურთელებს ნდობა სჭირდებათ”.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: