5:46 PM
პელეგრინი: "მეორე ტაიმში "ბარსელონას" ვაჯობეთ"



"მალაგას" თავკაცი მანუელ პელეგრინი თვლის, რომ მისმა გუნდმა "ბარსელონასთან" სტუმრად სასურველი ანგარიში იმიტომ დააფიქსირა, რომ მოწინააღმდეგეს მეორე ტაიმში თამაშით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ბარსელონამ" სტუმრად ლა ლიგის ეგიდით "მალაგა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა, თუმცა გუშინდელ სათასო შეხვედრაში ანდალუსიური კლუბის დამარცხება ვერ შეძლო (2:2).

"მეორე ტაიმში "ბარსელონას" ყველა სათამაშო ასპექტში ვაჯობეთ და მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით",-აცხადებს პელეგრინი.

"პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. კატალონიელებმა უკეთესად ითამაშეს".

"თუ განმეორებით მატჩში ისე ვითამაშებთ, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვექნება".
 
ნანახია: 270 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: