3:13 PM
პელეგრინი: "მალაგა" ჯერ კიდევ არ არის ფლეი-ოფში გასული"


გუშინ ანდალუსიელებმა "მილანი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "მალაგა" 9 ქულით C ჯგუფს უდგას სათავეში და უახლოეს მდევარ "მილანს" უკვე 5 ქულით უსწრებს.

"ჩვენ დავინახეთ, როგორ შეიცვალა და შეეთვისა ჩვენს თამაშს "მილანი". ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული გუნდი გავხდით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაიმსახურა", -განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

"არ ვიცოდით, რა ტაქტიკას აირჩებდა მეტოქე. ჩემს მოთამაშეებს ვთხოვე, რომ პასებით ეთამაშათ. ინიციატივა ხელთ ვიგდეთ და აღარ გაგვიშვია. სამწუხაროა, რომ უფრო ადრე ვერ გავინაღდეთ გამარჯვება. არ ვიცი, რა ხდება "მილანში", მაგრამ ნათელია, რომ გუნდში დიდი ცვლილებებია".

"ახლა ჩინებულ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ჯგუფიდან არ გასვლის მათემატიკური შესაძლებლობები მაინც არსებობს. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ფლეი-ოფში გავედით", -დაასრულა პელეგრინიმ.
 


ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: პელეგრინი: მალაგა ჯერ კიდევ არ არის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: