4:11 PM
პელე: სანამ ფეხბურთელი ქებას დაიმსახურებს, მას მსოფლიო პირველობა უნდა ჰქონდეს მოგებული



პელემ გამოცემა "Soccerway.com”-ს ინტერვიუ მისცა და ლეო მესისა და უეინ რუნის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

ბრაზილიელი ლეგენდის აზრით მესისა და რუნის სპორტული ჟურნალისტები ზედმეტად აქებენ. ამ ფეხბურთელებს კი საერთაშორისო დონეზე ჯერ განსაკუთრებული წარმატებებისათვის არ მიუღწევიათ.

"უეინ რუნის დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ. ეს მოთამაშე ნებისმიერ შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება. ამის მიუხედავად მას პელემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. უეინ რუნის ინგლისის ნაკრებთან ერთად სერიოზული ტიტული მოპოვებული არ აქვს. მის ასაკში უფრო მეტი ბურთები გამქონდა და მსოფლიო ჩემპიონის წოდებასაც ვფლობდი. მაგალითისათვის ლეო მესის მოგიყვანთ.

გეთანხმებით, რომ ლეო ჩინებული ფეხბურთელია. ამის მიუხედავად მსოფლიო პირველობებზე ჯერ თავი არ გამოუჩენია. ესპანურ "ბარსელონაში” გუნდის ლიდერია, არგენტინის ეროვნულ გუნდში კი შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ამჟღავნებს. ამ მიზეზის გამო მესის უდიდეს ფეხბურთელთა რანგში ვერ მოვიხსენიებ.

ფრანგი ზინედინ ზიდანი 15 წლის განმავლობაში ნაკრებშიც და გუნდშიც ერთ დონეზე ასპარეზობდა. ზინედინს გაცილებით მაღლა ვაყენებ ვიდრე ლეო მესის.” – განაცხადა პელემ.

სენიორ ედსონის კრიტიკას ვერც არგენტინელი დიეგო მარადონა გადაურჩა.

"არ ვეთანხმები ფეხბურთის იმ სპეციალისტებს, რომლებსაც დიეგო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნიათ. არგენტინელი გოლებს მხოლოდ ერთი ფეხით იტანდა და მეორე სართულზე თამაშისას მოიკოჭლებდა. ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი უფრო ფართო დიაპაზონის მოთამაშე გახლდათ და დიეგო მარადონას გაცილებით სჯობდა.”
 
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: