11:57 AM პელე: ნეიმარმა შეიძლება მესის აჯობოს | |
![]() ლეგენდარულ ბრაზილიელს თავისი თანამემამულის ნიჭიერების სჯერა. "ბოლო ორი წლის განმავლობაში ნეიმარმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია, – აცხადებს პელე. – მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია და "მეორე სართულზე” ორთაბრძოლისას დამაჯერებლად მოქმედებს”. "შევეცდები ავუხსნა ხალხს, რომ მესიც და ნეიმარიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. მესი მიყვარს. იგი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა, თუ მათ შევადარებთ, მაშინ, ვფიქრობ, ნეიმარს ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ლიონელზე უკეთესი გახდეს. თუმცა, შესაძლოა, ვცდები”. "არ ვარ მოხარული იმით, "სანტოსმა” ასეთი ფეხბურთელი დაკარგა. თუმცა ასე ნეიმარისთვის უკეთესი იქნება. იგი ბრაზილიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ახლა კი ძალებს ევროპაშიც მოსინჯავს”, – დაასრულა პელემ. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |