9:24 AM
პედროს ვილია ენატრება



"ბარსელონას” ნახევარმცველმა ამ ზაფხულს დავიდ ვილიას სხვა კლუბში გადასვლის გამო მწუხარება გამოთქვა.

გამოცდილმა თავდამსხმელმა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, "კამპ ნოუ” ამ ზაფხულს დატოვა და მადრიდის "ატლეტიკოში” გადავიდა.

"დავიდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, – აცხადებს პედრო. – მასთან ბევრი საერთო მომენტი მაკავშირებს. იგი, როგორც ცხოვრებაში, ისევე მოედანზეც მენატრება. ბედი მაქვს, რადგან მას ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას ვხვდები და ამით ვსარგებლობ. მოხარული ვარ, რომ მას "ატლეტიკოში” საქმე კარგად მისდის”.

"მინდოდა, რომ იგი "ბარსელონაში” დარჩენილიყო, თუმცა ასეთებიც ხდება ხოლმე. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ”, – განაცხადა 26-წლის ფეხბურთელმა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: