9:15 PM
პედრო: "მალაგამ" ესპანეთის თასზე შესაძლოა პრობლემები შეგვიქმნას"



"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა გუშინდელ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდა (3:1).

"ბარსელონაში" გატარებული ამ ხუთი წლის მანძილზე ჩემთვის ყველაზე სასიხარულო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება იყო. მაგრამ, ამავდროულად, გუნდის ყველა წარმატება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა".

"ჩვენი წაუგებელი სერია - დიდი მიღწევაა და ამის გაკეთება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენ თავში დარწმუნებულნი ვართ, ძალას ვგრძნობთ და ასეთი ფორმის შენარჩუნება გვსურს".

"მალაგამ" გვაჩვენა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეა. ესპანეთის თასზე შესაძლოა ამ გუნდმა პრობლემები შეგვიქმნას",-ციტირებს პედროს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
 
ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: