7:42 AM პაულინიო:”"რეალის” მესვეურებს ჩემთვის არ დაურეკავთ” | |
![]() ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს შესანიშნავმა ასპარეზობამ "კონფედერაციის თასზე” რამდენიმე გრანდის ყურადღება მიიპყრო. ლონდონის "ტოტენჰემმა” ტრანსფერის თაობაზე უკვე ოფიციალურად მიმართა როგორც ფეხბურთელს, ასევე მის კლუბ "კორინთიანსს”. პაულინიოს ბედი კი, "კონფედერაციის თასის” დასრულების შემდეგ გადაწყდება. გასულ ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლათინო ამერიკელი ფეხბურთელით მადრიდის "რეალი” იყო დაინტერესებული. ბევრი პაულინიოს, "ბლანკოსის” ახალი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის პირველ შენაძენათ მიიჩენვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იტალიელი მწვრთენლი, რომელიც გასულ წელს "პსჟ”-ს თავკაცობდა, ჯერ კიდევ იანვარში იჩენდა "კორინთიანსის” ფეხბურთელის მიმართ ინტერესს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:”მე გაკვირვებული ვარ იმ გავრცელებული ხმებით, რომლის თანახმადაც ჩემი ტრანსფერის თაობაზე "რეალთან” რაიმე კონტაკტი მაქვს. მინდა ვთქვა, რომ მადრიდულ გუნდი პირადად მე ან, "კორინთიანსის” მესვეურებს არ დაგვკავშირებია. რაც შეეხება "ტოტენჰემს”, "სპურსებმა” ოფიციალურად მოგვმართეს. ყველაფერი კი "კონფედერაციის თასის” დასრულების შემდეგ გაირკვევა”. წყარო:MARCA | |
|
სულ კომენტარები: 0 | |