4:56 PM
პასარელა: "მესით აღფრთოვანებული ვარ"



"რივერ პლეიტას" პრეზიდენტმა, დანიელ პასარელამ, კომენტარი გააკეთა მესის ზედიზედ მეოთხედ საუკეთესოობაზე.

"რა თქმა უნდა, ლეო უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ნიჭით და მოკრძალებით აღფრთოვანებული ვარ. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მე მასთან მივედი და მივულოცე. მესის თამაში მსოფლიოში ნომერ პირველობაზე მეტყველებს და მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ღმერთმა ინებოს, ლეო სამუდამოდ ასეთი იყოს. ფაქტია, ადვილი არაა იყო გენიოსი მოედანს შიგნით და გარეთ."-განაცხადა არგენტინელმა პასარელამ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი "ოქროს ბურთის" მფლობელი უკვე ზედიზედ მეოთხედ გახდა. ასეთი რამ ისტორიაში არ მოიძებნება. მასთან ერთად ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ მისი თანაგუნდელი, ესპანელი ანდრეს ინიესტა და მადრიდის "რეალის" მოთამაშე, პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო.
ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: