9:06 PM პარდიუს ათეულში შესვლა სურს | |
![]() მას შემდეგ, რაც "ნიუკასლი” ევროპა ლიგის მიღმა დარჩა, ალან პარდიუმ განაცხადა, თუ რა პრეტენზიები აქვს მას პრემიერლიგაში. შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ გუშინ "კაჭკაჭები” პორტუგალიურ "ბენფიკასთან” ორი მატჩის ჯამში 2-4 დამარცხდნენ და ევროსარბიელზე ასპარეზობას გამოეთიშნენ. "მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ახლა ჩემი გუნდის მთავარი საფიქრალი არის, პრემიერლიგაში, რომელშიც ამ წელს ათეულში შესვლა გვსურს. უპირველესყოვლისა, ახლა ჩვენ ჩემპიონატი მაღალ დონეზე უნდა დავასრულოთ”. "ახლა ყველა მოუთმენლად ელის მატჩს "სანდერლენდთან”, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მთავარი დერბი ჩვენს რეგიონში და აუცილებლად ვეცდებით სამი ქულის მოპოვებას”. "ნიუკასლი” პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს და მათ ათეულამდე სამი ქულა აშორებთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |