12:42 PM
პარდიუ: "ძლიერ და სწრაფ ფორვარდს ვეძებთ"



"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ განაცხადა, რომ კლუბმა დემბა ბას შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო, რომელიც "ჩელსიში" გადადის.

"ჩვენ დემბა ბას წასვლის შემდეგ ახალი თავდამსხმელის გაფორმებას შევეცდებით. ძლიერი და სწრაფი ფორვარდის ძებნას დავიწყებთ. სწორედ ესეთი ფეხბურთელი გვჭირდება, რომ თავდასხმის ხაზი გავაძლიეროთ".

"ობერტანი ძალიან სწრაფია და იგი გუნდს ძალიან ეხმარება, თუმცა მისი არყოფნის დროს შეტევაში სისწრაფე არ გვყოფნის, სწორედ ამიტომ ვეძებ სწრაფ ფორვარდს. გარდა ამისა, ახალწვეული კარგად უნდა თამაშობდეს სტანდარტული მდგომარეობის დროსაც".

"სამწუხაროდ, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერების ბევრი ვარიანტები არ გვაქვს. ზამთარში ასეთი სტილის ფეხბურთელის მოძებნა რთულია",-ციტირებს პარდიუს სიტყვებს Goal.com.
 
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: