12:35 PM
პარდიუ: "ჩვენთვის მატჩის კარის მშრალად დასრულება ძალიან საჭირო იყო"


"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი "ნორვიჩს" დაუპირისპირდა (0:0).

"ვთვლი, რომ ეს შედეგი უფრო ჩვენ გვაწყობდა, რადგან სტუმრად ვთამაშობდით. ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა, სწორედ ამიტომ, მატჩი ფრედ სრულიად სამართლიანად დასრულდა".

"ჩვენთვის მატჩის კარის მშრალად დასრულება ძალიან საჭირო იყო. ჩვენ წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება - "ასტონ ვილასა" და "რედინგის" წინააღმდეგ".

"ვიმედოვნებ, რომ იანვარში რამოდენიმე ახალ ფეხბურთელს გავიფორმებთ, რადგან გუნდს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება",-ციტირებს პარდიუს სიტყვებს BBC.
 
ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: