9:21 PM პაპარაციმ რუნის “გაკერილ” თავს ფოტო გადაუღო | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ჟურნალისტების ყურადღების ქვეშაა მოქცეული. შეგახსენებთ, უეინ რუნიმ თავი პრემიერ ლიგის ეგიდით, "ლივერპულთან” გასამართი მატჩისთვის მზადებისას დაიზიანა. რუნის ტრავმა "წითელი ეშმაკუნების” მცველმა, ფილ ჯონსმა მიაყენა. სწორედ ამ ინციდენტის გამო გამოტოვა ფეხბურთელმა მერსისაიდელებთან გამართული დაპირისპირება და ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც დააკლდება 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ უახლოეს ორ შეხვედრაში. Mirror-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უეინის ტრავმის კვალი ჩანს, რომელიც უკვე არც ისეთი საშინელია, როდესაც ინციდენტის მოდენისთანავე იყო. საშინელ ჭრილობაზე გუშინ "მეთოფე” თეო უოლკოტმაც ისაუბრა: "უეინის თავი კარგად არ გამოიყურება, თუ გულწრფელად ვისაუბრებთ. ეს ძალიან, ძალიან დიდი ჭრილობაა, რომლის ნახვაც არც თუ ისე სასიამოვნოა. საშინელებათა ფილმის ერთ-ერთ მომენტს მოგაგონებს”. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |