4:09 PM
ოთხშაბათს "კამპ ნოუზე" "ოქროს ბურთის" პრეზენტაცია შედგება



ოთხშაბათს, ესპანეთის თასის "ბარსელონასა" და "მალაგას" მატჩის დაწყების წინ, ლეო მესი საკუთარ მეოთხე "ოქროს ბურთის" მიღებას აღნიშნავს.

ეს ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. ლეო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მეოთხედ მიიღო. არგენტინელმა ვარსკვლავმა უკან ისეთი ლეგენდები ჩამოიტოვა, როგორებიც იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი და მიშელ პლატინი არიან, რომლებსაც ეს ჯილდო სამჯერ აქვთ მოპოვებული.

"ბარსელონასა" და "მალაგას" შორის მატჩი თბილისის დროით ოთხშაბათს ღამის 00:30 საათზე აიღებს სტარტს და მის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ლეო მესი "კამპ ნოუზე" საკუთარ "ოქროს ბურთთან" ერთად გავა. კლუბმა, ამ ისტორიული ფაქტის გამო სტადიონის ბილეთების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა და ბილეთის ყველაზე დაბალი ფასი სულ რაღაც 9 ევრო იქნება. ასე რომ, ევროპის ყველაზე დიდ არენაზე ამ ისტორიული ფაქტის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
 
ნანახია: 254 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: