10:44 AM
ოთხი ქართული კლუბი ევროტურნირზე





შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ევროტურნირზე 4 ქართული საფეხბურთო კლუბი იასპარეზებს – თბილისის დინამო, გორის დილა, ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა. გუშინ, კი ქალაქ ნიონში გაიმართა კენჭისყრა და ოთხივე კლუბის მომავალი მეტოქე უკვე გარკვეულია.

დინამო თბილისი – ლუსიტანოსი/სტრეიმური
დილა გორი – ოლბორგი
ტორპედო ქუთაისი – ჟილინა
ჩიხურა საჩხერე – ვადუცი

დინამოს აშკარად გაუმართლა და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვარიანტი შეხვდა – "დინამო” ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ფარერულ "სტრეიმურსა” და ანდორულ "ლუსიტანსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. თამაშები 16/17 ივლისს და 23/24 ივლისს გიმართება. პირველი მატჩს დინამო, თბილისში – დინამო არენაზე გამართავს, საპასუხო შეხვედრას კი გასვლაზე გამართავს.

დილას შედარებით ძლიერი მეტოქე შეხვდა,„ოლბორგი" დანიის ექვსგზის ჩემპიონია, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი და ორჯერ დანიის თასის მფლობელი. 2012/13 წლის სეზონში „ოლბორგმა" 33 ჩატარებული მატჩიდან მოიგო 13, 8 შეხვედრა ფრედ ითამაშა და 12 წააგო. ჩემპიონატში დაიკავა მეხუთე ადგილი 47 ქულით. პირველ მატჩს დილა, 18 ივლისს თბილისში გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრას 25 ივლისს დანიაში გამართავს.

ტორპედოს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა, სლოვაკეთის 6-გზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი „ჟილინა", ასევე სლოვაკურმა გუნდმა თასის ფინალშიც ითამაშა, თუმცა 0:2 წააგო, რამდენიმე წლის წინათ "ჟილინამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდეც კი მიაღწია. პირველი მატჩი ქუთაისში 4 ივლისს გაიმართება, შესაბამისად, საპასუხო მატჩი სლოვაკეთში 11 ივლისს შედგება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული 18-25 ივლისს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიურ „ოლიმპიას" დაუპირისპირდება.

ჩიხურას ტორპედოსგან განსხვავებით გაუამრთლა და შედარებით სუსტი ვარიანტი შეხვდა. საჩხერლები, ლიხტენშტაინის "ვადუციას” შეხვდებიან. "ვადუცი” შვეიცარიის ჩელენჯლიგაში (პირველი ლიგა) გამოდის და გასულ სეზონში, მე-9 ადგილი დაიკავა. "ვადუცს” თავისი ქვეყნის ჩემპიონატი ერთხელ, 1936 წელს აქვს მოგებული, ხოლო თასს 41-ჯერ დაეუფლა. პირველი მატჩი თბილისში 4 ივლისს გაიმართება, მეორე კი 11 ივლისს, ვადუცში. თუ ჩიხურამ შეძლო შემდეგ ეტაზე გასვლა, ისინი შვეიცარიულ "თუნს” დაუპირისპირდებიან.

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: