4:32 PM
ოთარ ხიზანეიშვილი: "მცირედი ხარვეზების მიუხედავად, კარგად ვითამაშეთ"


რუსთავის "მეტალურგთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, თბილისის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა, ოთარ ხიზანეიშვილმა კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა.

"მეტოქე ძლიერ იყო. რთული თამაში გამოგვივიდა. მეტალურგთან თამაშამდე ოთხი დღით ადრე, ზესტაფონთან მოგვიწია შეხვედრა, რომელმაც საკმაო ენერგია წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ახლო ინტერვალში მოგვიწია, ბიჭებმა მაქსიმუმი დადეს და მიუხედავად მცირედი ტექნიკური ხარვეზებისა, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ", -განაცხადა ხიზანეიშვილმა.

"რაც შეეხება მომდევნო მატჩს ქუთაისის ტორპედოსთან, ვფიქრობ, რომ რთული შეხვედრა იქნება. მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის მეორე ტურში, უკვე ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ და ვიცით რა დონის გუნდიცაა. ახალგაზრდა, შრომისმოყვარე მოთამაშეები ჰყავთ და სერიოზული სიძნელეების გადალახვა მოგვიწევს".
 
ნანახია: 346 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კარგად ვითამაშეთ, ოთარ ხიზანეიშვილი: მცირედი ხარვეზებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: