10:01 PM ოსვალდო “საუთჰემპტონში” გადადის | |
![]() იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარიერას ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, "რომამ” "საუთჰემპტონთან” პაბლო ოსვალდოს ტრანსფერი შეათანახმა. ფორვარდის სანაცვლოდ ინგლისელები "მგლებს” 18 მილიონ ევროს გადაუხდიან. "წმინდანების” რიგებში ოსვალდოს გადასვლა ოფიციალურად უახლოეს რამოდენიმე დღეში დადასტურდება. "სკუადრა აძურას” 27-წლის ფორვარდისთვის "ტოტენჰემი” და "ინტერიც” იბრძოდნენ. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ოსვალდოს ხელში ჩაგდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |